![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b0/Presidente_Javier_Milei.jpg/640px-Presidente_Javier_Milei.jpg&w=640&q=50)
არგენტინის პრეზიდენტი
From Wikipedia, the free encyclopedia
არგენტინის პრეზიდენტი (ესპ. Presidente de la Nación Argentina) — არგენტინის სახელმწიფოს მეთაური. ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი ასევე არის ფედერალური მთავრობის მეთაური და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. პრეზიდენტის რეზიდენციაა კასა-როსადა ბუენოს-აირესში. ამჟამინდელი პრეზიდენტია ალბერტო ფერნანდესი, რომელიც სათავეში მოვიდა 2019 წლის 10 დეკემბერს.[2] [3] 2023 წლის 19 ნოემბერს არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში ლიბერტარიანელმა კანდიდატმა ხავიერ მილეიმ გაიმარჯვა.[4] მილეი არგენტინის პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად 10 დეკემბერს დაიკავებს.[5]
სწრაფი ფაქტები არგენტინის პრეზიდენტი, მიმართვის სტილი ...
არგენტინის პრეზიდენტი | |
---|---|
![]() არგენტინის საპრეზიდენტო დროშა | |
მიმართვის სტილი | თქვენო უდიდებულესობავ |
რეზიდენცია | კასა-როსადა |
ვადის ხანგრძლივობა | 4 წელი |
პირველი თანამდებობაზე | ბერნარდინო რივადავია |
ხელფასი | 77,855.65 არგენტინული პესო[1] (2016-ის თებერვლის მონაცემით) |
დახურვა