აღმატებულება
From Wikipedia, the free encyclopedia
აღმატებულება[1][2] (თქვენო აღმატებულებავ, მისი აღმატებულება) — მიმართვის საპატიო ფორმა. გამოიყენება სუვერენული სახელმწიფოს პირველი პირებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციის პირველი პირების, მოქმედი ელჩებისა და არისტოკრატიის წარმომადგენლისთვის მიმართვისას. როგორც წესი, წოდების მიმღები მიმართვის ამ ფორმას ინარჩუნების სიცოცხლის ბოლომდე,[3] თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც წოდება მიბმულია პიროვნების მიერ დაკავებულ თანამდებობასთან.[4]
აღმატებულება მიმართვა, როგორც წესი, გამოიყენება სახელმწიფოს მეთაურთან, მთავრობის მეთაურთან, გუბერნატორთან, ელჩთან, ეპისკოპოსთან ან მსგავს პოზიციაზე მყოფ ადამიანთან მიმართებაში.[5]