From Wikipedia, the free encyclopedia
აღმოსავლეთ გერმანია (გერმ. Ost-Deutschland), ოფიციალურად გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (გდრ) (გერმ. Deutsche Demokratische Republik, DDR) — ცენტრალური ევროპის ყოფილი სახელმწიფო 1949-1990 წლებში.
გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა Deutsche Demokratische Republik ეუს-ის წევრი (1950–1990)[1] ვარშავის პაქტის წევრი (1955–1990)[2] | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
დევიზი „Proletarier aller Länder, vereinigt Euch!“ („პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“) | |||||||||
აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორია (მუქი მწვანე) | |||||||||
დედაქალაქი | აღმოსავლეთი ბერლინი[georgian 1] (დე ფაქტო) | ||||||||
ენა | გერმანული სორბული (დრეზდენისა და კოტბუსის ოლქებში) | ||||||||
ფულის ერთეული |
| ||||||||
ფართობი | 108 333 | ||||||||
მოსახლეობა | 16 111 000 (1990) | ||||||||
მმართველობის ფორმა | ფედერალური მარქსისტულ-ლენინისტური ერთპარტიული სოციალისტური რესპუბლიკა (1949–1952) უნიტარული მარქსისტულ-ლენინისტური ერთპარტიული სოციალისტური რესპუბლიკა (1952–1989) უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკა (1989–1990) | ||||||||
გენერალური მდივანი | |||||||||
- 1946–1950[georgian 2] | ვილჰელმ პიკი და ოტო გროტევოლი[georgian 3] | ||||||||
- 1950–1971 | ვალტერ ულბრიხტი | ||||||||
- 1971–1989 | ერიხ ჰონეკერი | ||||||||
- 1989[georgian 4] | ეგონ კრენცი | ||||||||
ისტორია | |||||||||
- კონსტიტუციის მიღება | 7 ოქტომბერი 1949 | ||||||||
- 1953 წლის აჯანყება | 16 ივნისი 1953 | ||||||||
- ვარშავის პაქტი | 14 მაისი 1955 | ||||||||
- ბერლინის კრიზისი | 4 ივნისი 1961 | ||||||||
- ფუნდამენტური შეთანხმება გფრ-თან | 21 დეკემბერი 1972 | ||||||||
- გაეროში მიღება | 18 სექტემბერი 1973 | ||||||||
- მშვიდობიანი რევოლუცია | 13 ოქტომბერი 1989 | ||||||||
- ბერლინის კედლის დანგრევა | 9 ნოემბერი 1989 | ||||||||
- საბოლოო შეთანხმება | 12 სექტემბერი 1990 | ||||||||
- გაერთიანება | 3 ოქტომბერი 1990 | ||||||||
გდრ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ოთხი წლის შემდეგ, საბჭოთა კავშირის მიერ გერმანიის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 1949 წლის 7 ოქტომბერს შეიქმნა. ამავე დროს, დასავლეთ-მოკავშირეებმა მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე („trizone“) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა დააარსეს.
გდრ-ს სტრუქტურა შემუშავდა ულბრიხტის ჯგუფის ხელმძღვანელობით, რომელსაც სტალინის მხარდაჭერა ჰქონდა. 1952 წლიდან სახელმწიფოებრივ თვითშეგნებაში გდრ ხასიათდება, როგორც პირველი გერმანული „სოციალისტური მუშათა და გლეხთა სახელმწიფო“. 1961 წლის ბერლინის კედლის აშენებამდე, სახელმწიფო სისტემაში ჯერ კიდევ იყო შენარჩუნებული ფედერაციული და დემოკრატიული ელემენტები, რომლებიც საბოლოოდ აღმოიფხვრა. „სოციალიზმის მშენებლობა“ გერმანიის სოციალისტური ერთიანობის პარტიის (SED), როგორც „მარქსისტულ-ლენინისტური მუშათა კლასის პარტიის“ მითითებებით უფრო მეტად ავტორიტარულად და ცენტრისტულად ხორციელდებოდა.
1989-1990 წლების მშვიდობიანმა რევოლუციამ ხაზი გაუსვა გდრ-ის პოლიტიკურ და ეკონომიკურ წარუმატებლობას. პირველად 1990 წელს თავისუფლად არჩეულმა პარლამენტმა (Volkskammer) მიიღო გადაწყვეტილება, აღმოსავლეთგერმანული მიწების აღდგენისა და თვითგამორკვევის აქტით გდრ-ის შეერთებისა დასავლეთ გერმანიასთან. ამის შედეგად გერმანია კვლავ გაერთიანდა, რასაც 1990 წლის 3 ოქტომბერს გდრ-ის არსებობის შეწყვიტა მოჰყვა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.