აღმოსავლეთის ნაძვი (ლათ. Picea orientalis) — ფიჭვისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, 50 მ-მდე სიმაღლისა და 1,5 მ-მდე დიამეტრის ხეა. ვარჯი პირამიდიდსებურია. ქერქი ახლაგაზრდა ხეებზე ღია რუხი ფერისაა, ასაკოვან ხეებზე კი — მუქი რუხია. ტოტები ხშირია, ოდნავ ქვევით დახრილი. წიწვები ოთხწახნაგოვანია, მუქი მწვანე ფერის, პრიალა, მდედრობითი გირჩები მომწიფებამდე მეწამული იისფერია, მომწიფებისას კი ღია მურა ფერისაა, ცილინდრულ-თითისტარისებური. იზრდება დაჩრდილულ ფერდობებზე, 300-2200 მეტრის სიმაღლეზე. იგი ქმნის შერეულ ტყეებს სხვა მცენარეებთან, აგრეთვე გვხვდება სუფთა კორომების სახითაც. ძირითადად, გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში (ლიახვის ხეობაში). გავრცელების საერთო არეალი მოიცავს დასავლეთ კავკასიასა და მცირე აზიას. აღმოსავლეთის ნაძვი შეიძლება ჩაითვალოს კავკასიის ეკო-რეგიონის ენდემად.

Thumb
Picea orientalis

ლიტერატურა

  • სუხიტაშვილი კ., საქართველოს მცენარეები, თბ., 2022, გვ. 10

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.