აღმოსავლეთის ფრონე
მდინარე საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
აღმოსავლეთის ფრონე,[1] დვანისწყალი — მდინარე საქართველოში, თიღვისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, მტკვრის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1705 მ-ზე. სიგრძე 41 კმ, აუზის ფართობი 231 კმ². მარცხნიდან ერთვის ტილიანი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, არამდგრადი წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან — 2,5 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად.[2]
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფრონე. |
სწრაფი ფაქტები აღმოსავლეთის ფრონე, ქვეყანა ...
აღმოსავლეთის ფრონე | |
---|---|
აღმოსავლეთის ფრონე არადეთსა და საღოლაშენს შორის | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | შიდა ქართლის მხარე |
მარჯვენა შენაკადები | დვანი |
მარცხენა შენაკადები | ტილიანი |
სათავე |
ლიხის ქედი 42°20′08″ ჩ. გ. 43°48′08″ ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1705 მ |
შესართავი |
მტკვარი 42°02′33″ ჩ. გ. 43°52′35″ ა. გ. |
სიგრძე | 41 კმ |
აუზის ფართობი | 231 კმ² |
მდინარის სისტემა | მტკვარი → კასპიის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 2,5 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
დახურვა
ვახუშტის მდინარე მოხსენიებული აქვს როგორც დვანის წყალი. უწოდებენ დვანის ფრონესაც (სოფელ დვანიდან ქვემოთ).[3]