აშშ-ის პირველი ლედი
From Wikipedia, the free encyclopedia
ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი (ინგლ. First Lady of the United States) — ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდეტის მეუღლის არაფორმალური, მაგრამ საყოველთაოდ მიღებული წოდება. აგრეთვე, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ლედი ერის პოლიტიკურ და სოციალურ სფეროში მოწინავე როლს ასრულებს, მისი როლი კოდიფიცირებული ან ოფიციალურად განსაზღვრული არასდროს ყოფილა.[1] XX საუკუნის დასაწყისიდანვე პირველ ლედის ოფიციალური პერსონალთან ერთად მუშაობს, რომელიც ცნობილია, როგორც პირველი ლედის ოფისი და მთავარი ოფისი თეთრი სახლის დასავლეთ ნაწილში აქვთ. ამჟამინდელი პირველი ლედი არის მელანია ტრამპი.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი ლედის წოდება გაცილებით გვიან გამოიყენეს, ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ქალბატონად ჯორჯ ვაშინგტონის (1789–1797) მეუღლე, მართა ვაშინგტონი მიიჩნევა. მას ხშირად მიმართავდნენ, როგორც ლედი ვაშინგტონს. [2]
1790-იანი წლებიდან პირველი ლედის როლი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამ დროიდან მოყოლებული პირველმა ლედიმ პოლიტიკურ კამპანიებში ჩართვა, თეთრი სახლის მართვა, და ოფიციალურ და ცერემონიალურ შეხვედრებზე პრეზიდენტის წარმოდგენა შეითავსა. რადგანაც პირველი ქალბატონები ჩვეულებრივ მემუარებს წერენ ხოლმე, რაც მათი მეუღლეების ადმინისტრაციის შესახებ დამატებით წყაროს წარმოადგენს და რადგანაც საზოგადოება დამოუკიდებელი ქალების უფლებების შესახებ ინტერესს არ კარგავს, პირველი ქალბატონები ხშირ შემთხვევაში მეუღლეების საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგაც ყურადღების ცენტრში არიან. [1] დამატებით, წლების განმავლობაში სხვადასხვა დროს პირველი ქალბატონები სხვადასხვა სფეროში, დაწყებული მოდიდან დამთავრებული პოლიტიკის შესახებ საზოგადოებრივი აზრით, დიდ გავლენას ახდნედნენ. ისტორიაში არის შემთხვევბი, როცა პრეზიდენტი უცოლო ან ქვრივი ყოფილა. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი ახლობელს ან მეგობარს სთხოვს, თეთრი სახლის მასპინძლის როლი შეითავსოს.
დღეისთვის ყოფილ პირველ ლედთაგან ხუთია ცოცხალი: ჯიმი კარტერის მეუღლე — როზალინ კარტერი, ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუშის მეუღლე — ბარბარა ბუში, ბილ კლინტონის მეუღლე — ჰილარი კლინტონი, ჯორჯ ბუშის მეუღლე — ლაურა ბუში და ბარაკ ობამას მეუღლე — მიშელ ობამა. 2018 წლისთვის, ერთადერთი პირველი ლედი, რომელიც პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოდა არის ჰილარი კლინტონი.