ახალქალაქის პლატო
From Wikipedia, the free encyclopedia
ახალქალაქის პლატო[1] — პლატო სამხრეთ საქართველოს ვულკანური ზეგნის ცენტრალურ ნაწილში. შემოფარგლულია თრიალეთის, სამსრის, ჯავახეთისა და ნიალისყურის ქედებით და ზემო მტკვრის ხეობით. ზღვის დონიდან 1500-2000 მ აგებულია ქვედამეოთხეული დიაბაზური ლავებითა და ტბიურ-მდინარეული ნალექებით. დაფარულია მთის შავმიწა ნიადაგითა და სტეპის მცენარეულობით. პლატოზე გაშენებულია ქ. ახალქალაქი, ქ. ნინოწმინდა, სოფლები: ბარალეთი, კუმურდო, ხიზაბავრა და სხვა.