ანა ახმატოვა
From Wikipedia, the free encyclopedia
ანა ანდრიას ასული ახმატოვა (ქალიშვილობის გვარი გორენკო რუს. Горенко) (რუს. Анна Андреевна Ахматова; დ. 23 ივნისი [ ძვ. სტ. 11 ივნისი], 1889, ოდესა — გ. 5 მარტი, 1966, დომოდედოვო, მოსკოვის ოლქი, დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგში) — XX საუკუნის რუსი პოეტი, მწერალი, ლიტერატორი, ლიტერატურის კრიტიკოსი, მთარგმნელი.
პოეტესას ბედი ტრაგიკული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არ ყოფილა დაპატიმრებული ან რეპრესირებული, ეს ყველაფერი გადახდა მის სამ უახლოეს ადამიანს — 1921 წელს დახუხვრიტეს ქმარი ნ. ს. გუმილიოვი. მესამე ქმარი (არაოფიციალური) ნიკოლაი პუნინი სამჯერ იქნა დაპატიმრებული, დიღუპა ციხეში 1953 წელს. ერთადერთმა შვილმა ლევ გუმლიოვმა ციხეში 10 წელიწადზე მეტი გაატარა. ქვრივისა და მსჯავრდებულის დედის, „ერის მტრის“ წუხილი აღწერილია ამახტოვას ცნობილ პოემაში „რეკვიემი“.
პოეზიის კლასიკოსად აღიარებული იქნა 1920 წელს; ის „დადუმების“ ცენზურის წნეხის ქვეშაც იყო. მისი უამრავი ნაწარმოები არ გამოქვეყნეულა არა მხოლოდ მის სიცოცხლეში, რამედ მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე ათეული წლების შემდეგაც კი. ისევე როგორც სსრკ-ში, ასევე ემიგრაციის დროს, მისი სახელი საპატიო ადგილს იკავებდა ლიტერატორთა შორის.