აჯმანი (არაბ. إمارة عجمانّ) — არაბთა გაერთიანებული საამიროების შემადგენლობაში შემავალი შვიდი საამიროდან ერთი-ერთი. მისი ფართობი შეადგენს დაახლოებით 260 კმ², ტერიტორიის მიხედვით აჯმანი ყველაზე პატარა საამიროა. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი აჯმანი , რომელიც ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთი ესაზღვრება საამირო შარჯას.[1]

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აჯმანი (მრავალმნიშვნელოვანი).
სწრაფი ფაქტები საამირო, ქვეყანა ...
საამირო
აჯმანი
إمارة عجمانّ

ქალაქი აჯმანი
დროშა გერბი

ქვეყანა არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები
დაქვემდებარება საამირო
კოორდინატები 25°25′00″ ჩ. გ. 55°30′00″ ა. გ.
ამირა ჰუმაიდ ბინ რაშიდ ალ ნუაიმი
დაარსდა 2 დეკემბერი 1971
ფართობი 260 კმ²
ცენტრის სიმაღლე 13 მეტრი
მოსახლეობა 361 160 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 1439,86 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+4
ოფიციალური საიტი ajman.ae/Ar/pages/default.aspx
აჯმანის საამირო — არაბთა გაერთიანებული საამიროები
აჯმანის საამირო
დახურვა

აჯმანი მდებარეობს სპარსეთის ყურის გასწვრივ. მის შემაგნელობაში ასევე შედის მასფუტი. საამიროს მოსახლეობის თითქმის 95% ცხოვრობს ქალაქ აჯმანში, რომელიც დუბაი-შარჯა-აჯმანის ტერიტორის ნაწილია. 1980 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 36 000 კაცს, თუმცა ბოლო წლების მანძილზე მოსახლეობამ საამიროში მკვეთრად იმატა. მოსახლეობის ზრდის მიზეზი მეზობელი საამიროებიდან დუბაიდან და შარჯადან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან მოსახლეობის შემოდინებაა. აჯმანის საამიროს მართავს ჰუმაიდ ბინ რაშიდ ალ ნუაიმი ალ ნუაიმის საგვარეულოდან. ტახტის მემკვიდრე კი არის შეიხი ამარ ბინ ჰუმაიდ ალ ნუაიმი. ბოლო წლების მანძილზე აჯმანში სამშენებლო ბუმია, საამირო მასიურ განვითარებას განიცდის.[2]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.