ბაკურიანი
დაბა საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. / From Wikipedia, the free encyclopedia
ბაკურიანი — დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (დასახლებები: ბაკურიანი, ბაკურიანის ანდეზიტი, დიდი მიტარბი, მაჭარწყალი, პატარა მიტარბი, თორი, წინუბანი). წარმოადგენს ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზის ბოლო პუნქტს. ბაკურიანში აღმოჩენილია მეგალითური კულტურის ნაშთი, შემორჩენილია ადრინდელი ფეოდალური ხანის საკულტო ნაგებობა „პანტნარის ტაძარი“. ბაკურიანი პოპულარული სამთო და სათხილამურო კურორტია.
ტერმინს „ბაკურიანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბაკურიანი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები დაბა, ქვეყანა ...
დაბა | |
---|---|
ბაკურიანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარესამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბაკურიანი |
კოორდინატები | 41°45′05″ ჩ. გ. 43°31′41″ ა. გ. |
ამჟამინდელი სტატუსი | 1926 |
ცენტრის სიმაღლე | 1700 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1879[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 59 % სომხები 23 % ოსები 10 % რუსები 3,5 % უკრაინელები 2,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 367[2] |
საფოსტო ინდექსი | 1200[3] |
ოფიციალური საიტი | http://www.bakuriani.ge/index.php?lang=en |
დახურვა