![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8e/Centralbalkan.jpg/640px-Centralbalkan.jpg&w=640&q=50)
სტარა-პლანინა
From Wikipedia, the free encyclopedia
სტარა-პლანინა, ბალკანეთის მთები (ბულგარ. და სერბ. — Стара планина, ძველი მთები) — მთები ბულგარეთში (დასავლეთი შტოქედები სერბეთშია). სიგრძე 555 კმ, სიმაღლე 2376 მ-მდე (მთა ბოტევი). უმთავრესად აგებულია კამბრიულისწინა და პალეოზოური კრისტალური ფიქლებითა და გრანიტით, მეზოზოური კირქვებით, ქვიშაქვებითა და კონგლომერატებით. შედგება პარალელური ქედებისაგან. სტარა-პლანინაზე არის უღელტეხილები: პეტროხანის, ჩურეკის, შეპკის. დასავლეთით განვითარებულია კარსტი. არის სპილენძის, ტყვია-თუთიის, რკინის, ქვანახშირისა და მურა ნახშირის საბადოები, ბევრია მინერალური წყარო და კურორტი.
სტარა-პლანინა | |
---|---|
![]() სტარა-პლანინას ცენტრალური (შუა) ნაწილი | |
კოორდინატები: 43°15′ ჩ. გ. 25°00′ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
უმაღლესი წერტილი | ბოტევი |
სიმაღლე | 2376 მ |
სიგრძე | 555 კმ |
სტარა-პლანინა ჩრდილოეთი და სამხრეთი ბულგარეთის კლიმატგამყოფია. თხემურ ნაწილში ნალექები 800—1000 მმ-ა წელიწადში. ჩრდილოეთი ნოტიო კალთები 1700—1800 მ-მდე შემოსილია მუხის, წიფლის, რცხილისა და წიწვოვანი ტყით. თხემურ ნაწილში მდელოა. სტარა-პლანინას აღმოსავლეთ ნაწილში არის ფართოფოთლოვანი ტყე, მარადმწვანე ქვეტყე და ლიანები. სტარა-პლანინა იყოფა დასავლეთ, შუა და აღმოსავლეთ ნაწილებად. მდებარეობს ეროვნული პარკი სტენეტო.