ბეიტსის მოტელის ეპიზოდების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
ბეიტსის მოტელი (ინგლ. Bates Motel) — ამერიკული ფსიქოლოგიური დრამა-თრილერის ჟანრის სერიალი, რომელიც შექმნეს კარლტონ კუზმა, კერი ერინმა და ენტონი ციპრიანომ ტელეკომპანია A&E-სთვის.
სერიალი დაფუძნებულია რობერტ ბლოხის ნოველაზე და წარმოადგენს ალფრედ ჰიჩკოკის ამავე სახელწოდების ფილმის პრიკველს, იმ განსხვავებით, რომ სიუჟეტი თანამედროვე პერიოდში ვითარდება.
მოძალადე ქმრის სიკვდილის შემდეგ, ნორმა ლუის ბეიტსი (ვერა ფარმიგა) საცხოვრებლად მის შვილთან, ნორმანთან (ფრედი ჰაიმორი) ერთად თეთრი ფიჭვის ყურეში გადადის, სადაც მოტელს ყიდულობენ და ცხოვრების თავიდან დაწყებას ცდილობენ. დედა-შვილის ოჯახს მალევე უერთდება ნორმას უფროსი ვაჟი, დილან მასეტი (მაქს ტირიოტი). ისინი აღმოაჩენენ, რომ იდილიური ქალაქი სინამდვილეში ისეთი არ არის, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს და ყოველ კუთხეში სახიფათო საიდუმლო იმალება.
სერიალის პრემიერა შედგა 2013 წლის 18 მარტს და ზოგადად დადებითი შეფასებები მიიღო.[1][2] სულ გადაიღეს 50 ეპიზოდი, რომელსაც ეთერში აჩვენებდნენ 2013 წლის 18 მარტიდან 2017 წლის 24 აპრილამდე.