From Wikipedia, the free encyclopedia
ბენჯამინ ტომას (ბენ) ბარნსი (ინგლ. Benjamin Thomas "Ben" Barnes; დ. 20 აგვისტო, 1981, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) — თეატრისა და კინოს ინგლისელი მსახიობი, მომღერალი[1].
ბენ ბარნსი | |
---|---|
დაბადების სახელი | ბენჯამინ ტომას ბარნსი |
დაბადების თარიღი |
1981, 20 აგვისტო ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | მსახიობი, მომღერალი |
აქტიური | 2006-დღემდე |
ბენ ბარნსი დაიბადა 1981 წლის 20 აგვისტოს ლონდონში. მამა ტომას ბარნსი ფსიქიატრიის პროფესორია ლონდონის საიმპერიო კოლეჯში, დედა პატრისია ბარნსი ქორწინების თერაპევტი და ოჯახისა და ქორწინების საკითხების კონსულტანტია. ჰყავს უმცროსი ძმა ჯეკი[1].
ბენი სწავლობდა კინგსტონის უნივერსიტეტში. 2004 წელს დაამთავრა სწავლა და მიიღო ბაკალავრის ხარისხი ინგლისურ ლიტერატურასა და დრამაში[1]. 1997 წლიდან 2003 წლამდე მუშაობდა ეროვნულ ახალგაზრდულ მუსიკალური თეატრში[2].
ბენ არის ბრიტანეთის საქველმოქმედო ფონდ „Make a Wish“-ის მეურვე, რომელიც მძიმე ავადმყოფობის მქონე ბავშვების სურვილებს ასრულებს[3].
15 წლის ასაკში ბენმა პირველად მიიღო მონაწილეობა ეროვნუ ახალგაზრდულ მუსიკალური თეატრში „ბაგსი მელოუნის“ მიუზიკლში[2]. შემდეგი ამას მოჰყვა როლები სხვა სპექტაკლებში. თავის საეკრანო კარიერა მან დაიწყო პატარა ინგლისურ ტელეშოუებში. 2006 წელს ბენმა მიიღო დეიკინის როლი სპექტაკლში „ისტორიის მოყვარულები“. ამ სპექტაკლმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და მიიღო პრემია „ტონი“[4].
2007 წელს ბენმა მონაწილეობა მიიღო ჰოლივუდის ფენტეზი ჟანრის ფილმში „ვარსკვლავური მტვერი“, სადაც დანსტან ტორნი განასახიერა[5] და ასევე ითამაშა ფილმში „ბენზე დიდი, სადაც რუსი ემიგრანტის პაველ ტეტერსკის როლი ითამაშა[6].
მას შემდეგ რაც ბარნსს პრინც კასპიანის როლი შესთავაზეს მან თეატრთან კონტრაქტი გააუქმა[7] და Walt Disney Pictures და Walden Media-სთან გააფორმა კონტრაქტი სამ ფილმზე. 2008 წელს „ნარნიის ქრონიკები: პრინცი კასპიანის“ ეკრანზე გამოსვლის შემდეგ ბენი ცნობილი გახდა მსოფლიო მასშტაბით[8]. გაზეთმა The Telegraph უწოდა მას „ჰოლივუდის ახალი პრინცი“[9]. 2010 წელს გამოვიდა ფილმი „ნარნიის ქრონიკები: განთიადის დამპყრობელი“[10]. ორივე ფილმი კომერციულად წარმატებული იყო[11].
2008 წელს გამოვიდა ფილმი „მსუბუქი ყოფაქცევა“, რომელიც ალფრედ ჰიჩკოკის ფილმის რემეიკი გახლდათ. ბენ ბარნსმა ითამაშა უიტიკერის როლი[12].
2009 წელს ოსკარ უალდის რომანის „დორიან გრეის პორტრეტის“ მორიგი ეკრანიზაცია გადაიღეს, სადაც ბარნსმა მთავარი როლი შეასრულა[13].
2010 – 2011 წლებში მიიღო მონაწილეობა პიესაში „ჩიტების გალობა“. ბენის თამაშმა დიდი სიმპატია დაიმსახურა თეატრალური კრიტიკოსებისგან[14].
2011 წელს ეკრანზე გამოდის ფილმი „მოკალი ბონო“[15]. ამ ფილმში ბენმა სიმღერები თვითონ შეასრულა[16].
2012 წელს ითამაშა ფილმში „სიტყვები“[17]. აქაც ფილმის საუნდტრეკი ბარნსმა შეასრულა.
2014 წელს ბენმა მაწანწალის როლი ითამაშა ფილმში „ჯეკი და რაიანი“[18]. ამავე წელს მიიღო მონაწილეობა სერგეი ბოდროვი-უმცროსის ფილმში „მეშვიდე შვილი“, სადაც ჯადოქრის მოწაფის — ტომ უორდის როლი განასახიერა[19].
2015 წელს რევოლუციონერ სემუელ ადამსის როლი ითამაშა ისტრორიულ სერიალში „თავისუფლების შვილები“[20].
2016 წლის სექტემბერში ბენმა ბილი რუსოს როლი მიიღო სერიალში „The Punisher”, რომელიც ეფუძნება კომპანია Marvel Comics-ის კომიქსებს. სერიალის პირველი სეზონი გამოვიდა 2017 წლის ნოემბერში Netflix-ზე[21].
ბენ ბარნსი არის Salvatore Ferragamo-ს კომპანიის არომატ Uomo-ს სახე. კომპანიამ მისი მონაწილეობით რამდენიმე სარეკლამო რგოლი გამოუშვა[22]. 2016 წელს მან ითამაშა The Black Eyed Peas -ის კლიპში „Where Is the Love?“[23].
წელი | ჯილდო | კატეგორია | როლი | შედეგი |
2008 | Teen Choice Awards | მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულება ფილმში | ნარნიის ქრონიკები: პრინცი კასპიანი | ნომინაცია |
2008 | National Movie Awards | მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულება ფილმში | ნომინაცია | |
2009 | MTV Movie Awards | საუკეთესო გარღვევა | ნომინაცია | |
2011 | National Movie Awards | წლის საუკეთესო შესრულება | ნარნიის ქრონიკები: განთიადის დამპყრობელი | ნომინაცია |
2017 | კინომსახიობთა გილდიის ჯილდო | საუკეთესო მსახიობთა შემადგენლობა დრამატულ სერიალში | ველური დასავლეთის სამყარო | ნომინაცია |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.