ბენღაზი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბენღაზი (არაბ. بنغازي) — ლიბიის მეორე უდიდესი ქალაქი, კირენაიკის რეგიონისა და ყოფილი ეროვნული გარდამავალი საბჭოს დროებითი დედაქალაქი.[1] მისი მეტროპოლიურ არეალს ლიბიის ერთ-ერთი რაიონის სტატუსი აქვს. ბენღაზი საპორტო ქალაქია, გაშენებულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ქალაქში მდებარეობს 23 ივლისის ტბა.
ქალაქი | |
---|---|
ბენღაზი არაბ. بنغازي | |
ქვეყანა | ლიბია |
რეგიონი | კირენაიკაკირენაიკა |
რაიონი | ბენღაზი |
კოორდინატები | 32°07′00″ ჩ. გ. 20°04′00″ ა. გ. |
დაარსდა | ძვ. წ. 525 |
პირველი ხსენება | 525 BCE |
ფართობი | 314 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 2 მ |
ოფიციალური ენა | არაბული ენა |
მოსახლეობა | 650 000 კაცი (2006) |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
სატელეფონო კოდი | 61 |
ოფიციალური საიტი | http://benghazimun.ly/ |
ლიბიის მონარქიის დროს ბენღაზის საერთო დედაქალაქის სტატუსი ჰქონდა. ქალაქში დღემდე ფუნქციონირებს ისეთი ინსტიტუციები და ორგანიზაციები, რომლებიც როგორც წესი დედაქალაქის პრეროგატივაა. ეს ყოველივე ბენღაზისა და ტრიპოლის შორის მუდმივ მეტოქეობას წარმოშობს, რაც უფრო დიდ მასშტაბებშიც, მთლიან ორ რეგიონზე ვრცელდება (კირენაიკა და ტრიპოლიტანია). მთლიანი რაიონის მოსახლეობა 1995 წლის აღწერით 500 120 ადამიანი იყო, 2006 წელს კი 670 797.[2]
2011 წლის 15 თებერვალს,[3] ქალაქში მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება დაიწყო. 21 თებერვალს ბენღაზი კადაფის მოწინააღმდეგეებმა აიღეს,[4] რომლებმაც რამდენიმე დღის შემდეგ ეროვნული გარდამავალი საბჭო ჩამოაყალიბეს.[5] 19 მარტს, სწორედ ბენღაზიში მოხდა ლიბიის სამოქალაქო ომის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ლიბიის არმიამ ქალაქზე შეტევისას გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა აჯანყებულებზე, მაგრამ ისინი უკან დახია ადგილობრივთა წინააღმდეგობამ და საფრანგეთის საჰაერო ძალების ჩარევამ, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს 1973 წლის რეზოლუციის თანახმად მოქმედებდა, რაც მოქალაქეების დაცვას ითვალისწინებს.