From Wikipedia, the free encyclopedia
ბენჯამინ ფრანკლინი (ინგლ. Benjamin Franklin; დ. 17 იანვარი, 1706, ბოსტონი — გ. 17 აპრილი, 1790, ფილადელფია) — აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი დამფუძნებელთაგანი, ადრეული პოლიტიკური ფიგურა და სახელმწიფო მოღვაწე; მეცნიერი, გამომცემელი; ამერიკის რევოლუციის სულისჩამდგმელი.
ბენჯამინ ფრანკლინი Benjamin Franklin | |
პენსილვანიის მე-6 მმართველი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 ოქტომბერი, 1785 – 1 დეკემბერი, 1788 | |
წინამორბედი | ჯონ დიკინსონი |
მემკვიდრე | ტომას მიფლინი |
პენსილვანიის საკრებულოს 23-ე სპიკერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1765 – 1765 | |
წინამორბედი | ისააკ ნორისი |
მემკვიდრე | ისააკ ნორისი |
აშშ-ის ელჩი საფრანგეთში | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1778 – 1785 | |
წინამორბედი | არავინ |
მემკვიდრე | ტომას ჯეფერსონი |
აშშ-ის ელჩი შვედეთში | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1782 – 1783 | |
წინამორბედი | არავინ |
მემკვიდრე | იონათან რასელი |
აშშ-ის საფოსტო განყოფილების პირველი გენერალური უფროსი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1775 – 1776 | |
წინამორბედი | არავინ |
მემკვიდრე | რიჩარდ ბაში |
დაბადებული | 17 იანვარი, 1706 ბოსტონი |
გარდაცვლილი | 17 აპრილი, 1790 ფილადელფია |
ეროვნება | ამერიკელი |
პოლიტიკური პარტია | უპარტიო |
მეუღლე | დებორა რეადი |
პროფესია | მეცნიერი, მწერალი, პოლიტიკოსი |
ხელმოწერა |
ერის მამად წოდებული, ფრანკლინი ცნობილი იყო განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით, წერის ნიჭითა და ინტერესთა ფართო სპექტრით. აქტიურმა საზოგადო მოღვაწემ და დიპლომატმა ნიადაგი მოამზადა ამერიკის რევოლუციისთვის.
ბენჯამინ ფრანკლინი — ერთ-ერთია აშშ ფუძემდებლებიდან, რომელმაც ხელი მოაწერა სამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ დოკუმენტს და ამ გზით საფუძველი ჩაუყარა ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ეს დოკუმენტებია:
დაიბადა ბოსტონში. მიიღო დამოუკიდებელი განათლება. 1727 წელს დააფუძნა ფილადელფიის ტიპოგრაფია. (1729–1748) გამოსცემდა „პენსილვანიის გაზეთს“. 1731 წ. დააფუძნა აშშ-ში პირველი საჯარო ბიბლიოთეკა, 1743 წ. — ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოება, 1751 წ. — პენსილვანიის უნივერსიტეტი, 1737–1753 წლებში — პენსილვანიის პოჩტმაისტერი (ფოსტის უფროსი), 1753–1754 ჩრდილო ამერიკული კოლონოიების პოჩტმაისტერი.
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, როგორც ფერადკანიანთა მონობისგან განმათავისუფლებელი საზოგადოების თავმჯდომარემ, ფრანკლინმა კონგრესისადმი დაწერა პეტიცია, რომლითაც ითხოვდა ზანგთა მონობის გაუქმებას[1]. წერილმა დიდი გამოხმაურება პოვა. კონგრესის მორიგ სხდომაზე დადგინდა მრავალი მაკომპენსირებელი კანონები. თუმცა, ამ პეტიციით საბოლოო შედეგი ვერ იქნა მიღწეული. კონგრესზე მრავალი ადამიანი აღმოჩნდა მონათა ვაჭრობის მომხრე. განსაკუთრებით აქტიურობდა და მწვავე სიტყვით გამოვიდა პლანტატორი ჯექსონი. ეს ამბავი ავადმყოფ ფრანკლინს აცნობეს. მან სპეციალური სტატია დაწერა გაზეთისთვის. ამ სტატიაში ავტორი წერდა: „მე ჯექსონი მაგონებს ნახევრად ველურ ოსმალელ ზღვის ავაზაკს, რომელიც ქრისტიანი კავკასიელი მონებით ვაჭრობს“.[1]
ბენჯამინ ფრანკლინი ისეთივე გამოჩენილი ფიგურა იყო ამერიკის ისტორიაში როგორც ვაშინგტონი, ჯეფერსონი ან ლინკოლნი, შესაბამისად ის მრავალჯერ იყო გამოსახული ამერიკულ საფოსტო მარკებზე. ფრანკლინის სურათი, ამერიკის საფოსტო განყოფილების პირველი გენერალური უფროსის, ვაშინგტონის გამოკლებით ყველა სხვა გამოჩენილ ამერიკელზე ხშირად აღიბეჭდა საფოსტო მარკებზე.[2] ფრანკლინი 1847 წელს გამოჩნდა პირველ ამერიკულ საფოსტო მარკაზე. 1908–1923 წლებში ამერიკის შეერთბულ შტატებში საფოსტო განყოფილებამ გამოუშვა ვაშინგტონ-ფრანკლინის სერია, სადაც 14 წლის განმავლობაში ფრანკლინი ვაშინგტონთან ერთად მრავალჯერ დაიბეჭდა, ეს იყო ამერიკის ფოსტის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სერია. მუდმივ გამოშვებასთან ერთად ფრანკლინი რამდენიმე სამახსოვრო მარკაზეც აღიბეჭდა.
ტექსტის საძიებელი, სამეცნიერო განმარტებებით
პატარა მკითხველისთვის
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.