ბერბერთა აჯანყება
From Wikipedia, the free encyclopedia
ბერბერთა დიდი აჯანყება (739/740-743) — აჯანყებას ადგილი ჰქონდა ომაიანთა სახალიფოში, ჰიშამის მმართველობის დროს. ეს იყო არაბთა მმართველობის გადაგდების პირველი წარმატებული მცდელობა. ხარიჯიტი მქადაგებლებით გაღვივებული ბერბერთა აჯანყება, მათი არაბი მმართველების წინააღმდეგ დაიწყო ტანჟერში 740 წელს, საწყის ეტაპზე მათი წინამძღვარი იყო მაისარა ალ-მათარი. აჯანყება მალევე მოედო მაღრიბის დანარჩენ ტერიტორიას და ალ-ანდალუსიას.
ბერბერთა აჯანყება | |||
---|---|---|---|
მაღრიბი ბერბერთა აჯანყების შემდეგ.[1] | |||
თარიღი | 739-743 | ||
მდებარეობა | მაღრიბი და ალ-ანდალუსია | ||
შედეგი | ბერბერთა გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
ომაიანებმა შეძლეს ტუნისის და ალ-ანდალუსიის ტერიტორიის დაცვა აჯანყებულებისგან, თუმცა დანარჩენი მაღრიბი დაკარგეს. კაირუანის აღების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ბერბერთა ჯარი დაიქსაქსა და დასავლეთი მაღრიბი დაიყო რამდენიმე მცირე ბერბერულ სახელმწიფოდ რომლებსაც ტომთა ბელადები და იმამები მართავდნენ.
ბერბერთა აჯანყება იყო არაბთა სახალიფოს უდიდესი სამხედრო მარცხი, რის შემდეგაც წარმოიშვა პირველი ხალიფატისგან დამოუკიდებელი პირველი მუსლიმანური სახელმწიფოები და რის შემდეგაც იწყება დამოუკიდებელი მაროკოს ისტორია.