From Wikipedia, the free encyclopedia
რეიმონდ ბერი ოუკლი III (ინგლ. Raymond Berry Oakley III; დ. 4 აპრილი, 1948, ჩიკაგო — გ. 11 ნოემბერი, 1972, მეიკონი) — ამერიკელი ბას-გიტარისტი, ჯგუფ The Allman Brothers Band-ის ერთ-ერთი დამაარსებელი.
ბერი ოუკლი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | რეიმონდ ბერი ოუკლი III |
დაბ. თარიღი | 4 აპრილი, 1948 |
დაბ. ადგილი | ჩიკაგო, ილინოისი, აშშ |
გარდ. თარიღი | 11 ნოემბერი, 1972 (24 წლის) |
გარდ. ადგილი | მეიკონი, ჯორჯია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | როკი, სამხრეთული როკი |
საქმიანობა | მუსიკოსი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ბას-გიტარა, ვოკალი |
აქტიური | 1964 -1972 |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
Fender Jazz Bass | |
ბერი ოუკლი ვიკისაწყობში |
ოუკლი დაიბადა ჩიკაგოში, ილინოისის შტატში. იზრდებოდა პარკ-ფორესტის (ილინოისი) ერთ-ერთ გარეუბანში.[1] შემდეგ გადავიდა ფლორიდაში, სადაც გაიცნო დიკი ბეტსი და შეუერთდა მის ჯგუფ The Second Coming-ს. 1969 წელს იგი გახდა The Allman Brothers Band-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, დუეინ ოლმენთან, გრეგ ოლმენთან, ბუტჩ ტრაკსთან, დიკი ბეტსისთან და ჯეი ჯოანი იოჰანსონთან ერთად.
დუეინ ოლმენის ავტოკატასტროფაში გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, მეიკონში, ჯორჯიის შტატში, 1972 წლის 11 ნოემბერს, სამი კვარტალის მოშორებით, სადაც დაიღუპა დუეინ ოლმენი, ოუკლი ამავე ვითარებაში მოყვა ავსტოკატასტროფაში და თავის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.