From Wikipedia, the free encyclopedia
ბექა ვაჭარაძე (დ. 1 ივლისი, 1991, ფოთი) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის 22 ნოემბრიდან.
ბექა ვაჭარაძე | |
ფოთის მუნიციპალიტეტის მერი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 22 ნოემბერი 2021 |
დაბადებული | 1 ივლისი, 1991 [1] ფოთი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება |
განათლება | გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი |
დაიბადა 1991 წლის 1 ივლისს, ქალაქ ფოთში. 2009-2013 წლებში სწავლობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 2013-2015 წლებში – შპს „ელ ჯეი ბროკერის” მთავარი მენეჯერი. 2016-2017 წლებში შპს „კაზგრუ ჰოლდინგის” ლოჯისტიკური მენეჯერი. 2017-2021 წლებში ფოთის საკრებულოს წევრი, 2020-2021 წლებში – თავმჯდომარე. 2021 წლის 22 ნოემბრიდან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნებს“ სახელით იყრიდა კენჭს ფოთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად. მისი მთავარი კონკურენტი არჩევნებზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიგი უგულავა. ვაჭარაძემ პირველ ტურში ხმათა 46,84% (9604 ხმა) მიიღო და მეორე ტურში გასვლა მოახერხა, სადაც 57,35% (11 345 ხმა) მიიღო და გამარჯვება მოახერხა. [2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.