![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/da/BesiktasJK-Logo.svg/langka-640px-BesiktasJK-Logo.svg.png&w=640&q=50)
ბეშიქთაში (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ბეშიქთაში (თურქ. Beşiktaş Jimnastik Kulübü) — თურქული საფეხბურთო კლუბი, თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი. დაარსდა 1903 წელს, სტამბულის ამავე სახელწოდების რაიონში.
სწრაფი ფაქტები სრული სახელი, მეტსახელი ...
![]() | ||||
სრული სახელი | Beşiktaş Jimnastik Kulübü[1] | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | „Siyah Beyazlılar“ (შავ-თეთრები) | |||
დაარსდა | 3 მარტი, 1903; 121 წლის წინ (1903-03-03)[4] დაარსდა როგოც Beşiktaş Bereket Jimnastik Kulübü[5] | |||
სტადიონი |
ვოდაფონ პარკი, ბეშიქთაში, სტამბული (ტევადობა: 41,188) | |||
პრეზიდენტი | აჰმედ ნურ ჩები[6][7] | |||
მწვრთნელი | სერგენ იალჩინი | |||
ლიგა | სუპერლიგა | |||
2023-26 | მე-6 | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
დახურვა
„ბეშიქთაში“, „გალათასარაისა“ და „ფენერბახჩეს“ შემდეგ, მესამე ყველაზე ტიტულოვანი თურქული საფეხბურთო კლუბია, რომელიც არასდროს დაქვეითებულა თურქეთის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონიდან. არსებობის ისტორიაში მოგებული აქვს თურქეთის სუპერლიგის 15 ტიტული.
„ბეშიქთაშის“ ტრადიციული ფორმა შავი და თეთრი ფერისაა. საშინაო მატჩებს მართავს ვოდაფონ პარკის სტადიონზე, რომელიც იტევს 41,188 ადამიანს.[8]