ბილირანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბილირანი (სებ. Lalawigan sa Biliran; ტაგალ. Lalawigan ng Biliran - კუნძულოვანი პროვინცია ფილიპინებში. მდებარეობს აღმოსავლეთ ვისაიასის რეგიონში (რეგიონი VIII). ბილირანი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პატარა და ახალი პროვინციაა. თავდაპირველად იგი ლეიტეს ქვეპროვინცია იყო და დამოუკიდებლობა 1992 წელს მოიპოვა.
სწრაფი ფაქტები ადმინისტრაციული ერთეული, ქვეყანა ...
ადმინისტრაციული ერთეული | |||
---|---|---|---|
ბილირანი | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
ადმ. ცენტრი | ნავალი (ბილირანი) | ||
შიდა დაყოფა | ალმერია (ბილირანი), ბილირანი (ბილირანი), კაბუკგაიანი, კაიბირანი, კულაბა, კავაიანი (ბილირანი), მარიპიპი და ნავალი (ბილირანი) | ||
კოორდინატები | 11°35′00″ ჩ. გ. 124°29′00″ ა. გ. | ||
მმართველი | Rogelio Espina | ||
დაარსდა | 11 მაისი, 1992 | ||
ფართობი | 536.01 კმ² | ||
მოსახლეობა | 179 312 (1 მაისი, 2020)[1] | ||
სატელეფონო კოდი | 53 | ||
ოფიციალური საიტი | http://biliran.gov.ph/ | ||
| |||
დახურვა
ბილირანი მდებარეობს კუნძულ ლეიტედან ჩრდილოეთით 1 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე. პროვინციას ლეიტესთან პოროს კუნძულზე გადებული ხიდი აკავშირებს.[2]პროვინციის დედაქალაქი ნავალის მუნიციპალიტეტია, რომელიც კუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.