From Wikipedia, the free encyclopedia
ბობი მური (ინგლ. Bobby Moore; დ. 12 აპრილი, 1941 — გ. 24 თებერვალი, 1993) — ინგლისელი ფეხბურთელი. კაპიტნობდა „ვესტ ჰემ იუნაიტედს“ 10 წელზე მეტხანს და იყო ინგლისის ნაკრების კაპიტანი 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც ინგლისმა პირველი და დღემდე ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო. აღიარებულია მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად, ხოლო პელემ ის საუკეთესო მცველად დაასახელა, ვის წინააღმდეგაც ოდესმე უთამაშია. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 37-ე ადგილზე დასახელდა.[1]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რობერტ ფრედერიკ ჩელსი მური | ||
დაბადების თარიღი | 12 აპრილი, 1941 | ||
დაბადების ადგილი | ბარკინგი, ესექსი, ინგლისი | ||
გარდაცვალების თარიღი | 24 თებერვალი, 1993 (51 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | ლონდონი, ინგლისი | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1956–1958 | ვესტ ჰემ იუნაიტედი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1958–1974 | ვესტ ჰემი | 544 | (24) |
1974–1977 | ფულემი | 124 | (1) |
1976 | → თანდერი | 24 | (1) |
1978 | საუნდერსი | 7 | (0) |
1978 | ჰერნინგი | 9 | (0) |
1983 | კაროლინა | 8 | (0) |
სულ | 716 | (26) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1962–1973 | ინგლისი | 108 | (2) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1980 | ოქსფორდ სიტი | ||
1981–1982 | ისტერნი | ||
1984–1986 | საუთენდ იუნაიტედი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
მურმა 108 მატჩი ჩაატარა ინგლისის ნაკრებში, რაც რეკორდი იყო მისი საერთაშორისო კარიერის დასრულებისას, 1973 წელს. ეს რეკორდი მოგვიანებით დაამხო მეკარე პიტერ შილტონმა, რომელმაც 124 მატჩი ჩაატარა ნაკრებში. მურის რეკორდი მინდვრის მოთამაშეებს შორის კი, 2009 წელს ერთი მატჩით გააუმჯობესა დეივიდ ბექჰემმა.[2] მაგრამ, განსხვავებით ბექჰემისგან, მურს ყველა ნათამაშები მატჩი შეუცვლელად ჰქონდა ნათამაშები, რაც უნიკალური შედეგი ალბათ კვლავ დიდხანს იქნება.[3]
ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
ინგლისი |
1962 | 8 | 0 |
1963 | 9 | 0 | |
1964 | 9 | 0 | |
1965 | 9 | 0 | |
1966 | 15 | 2 | |
1967 | 6 | 0 | |
1968 | 9 | 0 | |
1969 | 9 | 0 | |
1970 | 11 | 0 | |
1971 | 7 | 0 | |
1972 | 6 | 0 | |
1973 | 10 | 0 | |
ჯამში | 108 | 2 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.