ბრიტანეთის კინოინსტიტუტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბრიტანეთის კინოინსტიტუტი (ინგლ. British Film Institute, შემოკლებით BFI) — არაკომერციული ორგანიაცია, რომელიც დაარსდა 1933 წელს როგორც კერძო კინოსტუდია. 1948 წლიდან შეუდგა კინოხელოვნების პოპულარიზაციას. 1983 წელს საბოლოოდ გადავიდა სახელმწიფო კონტროლის ქვეშ.
ბრიტანეთის კინოინსტიტუტი | |
---|---|
![]() | |
აბრევიატურა | BFI |
შეიქმნა | 1933; 91 წლის წინ (1933)[1] |
სტატუსი | აქტიური |
ტიპი | კინოორგანიზაცია |
მდებარეობა | გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური/ფრანგული |
მდივანი | ჯოშ ბერგერი |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
კავშირები | Digital Preservation Coalition[2] |
bfi.org.uk |
ორგანიზაციის წესდება დაამტკიცა დედოფალმა ელისაბედ II-მ.[3] კინოინსტიტუტი აქვეყნებს მონოგრაფიების სერიას გასული წლების საუკეთესო ფილმების შესახებ და აგრეთვე აფინანსებს დამწყები რეჟისორების პროექტებს.
ინსტიტუტის ეგიდით ფუნქციონირებს სხვადასხვა კულტურული დაწესებულებები: ჟურნალი „Sight & Sound“, ნაციონალური კინოარქივი და ლონდონის კინომუზეუმი.
1956 წლიდან ბრიტანეთის კინოინსტიტუტი ყოველწლიურად ორგანიზებას უკეთებს ლონდონის კინოფესტივალს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი კინოფესტივალია მსოფლიოში.[4][5]