ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკა (ბულგ. Народна република България (НРБ)) — ბულგარეთის სოციალისტური რესპუბლიკის ოფიციალური სახელწოდება 1946 - 1990 წლებში. ამ პერიოდში ქვეყანას მართავდა ბულგარული კომუნისტური პარტია. ბულგარეთი რეალურად წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის სატელიტურ სახელმწიფოს.[2][3] ის იყო სოციალისტური ბანაკის წევრი და ცივი ომის პერიოდში ვარშავის პაქტის მონაწილე ქვეყანა.
ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკა Народна република България საბჭოთა კავშირის სატელიტური სახელმწიფო.[1] | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
ჰიმნი ძვირფასი ბულგარეთი, გმირების მიწა (1950-1964 წლებში)
Българийо мила, земя на герои ძვირფასო სამშობლო(1964 წლიდან) | |||||||||
ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკა. | |||||||||
დედაქალაქი | სოფია | ||||||||
ენა | ბულგარული | ||||||||
ფულის ერთეული | ბულგარული ლევი | ||||||||
ფართობი | 110,994 კმ² | ||||||||
მოსახლეობა | 1946 წელს 7,029,349 1989 წელს 9,009,018 | ||||||||
მმართველობის ფორმა | მარქსტულ-ლენინისტური ერთ პარტიული სახელმწიფო | ||||||||
გენერალური მდივანი | |||||||||
- 1948–1949 | გიორგი დიმიტროვი (პირველი) | ||||||||
- 1989–1990 | პეტარ მლადენოვი(ბოლო) | ||||||||
ცივი ომის ხანა | |||||||||
ისტორია | |||||||||
- დაარსება | 15 სექტემბერი 1946 | ||||||||
- გაუქმება | 15 ნოემბერი 1990 | ||||||||
1989 წელს ქვეყანაში დაიწყო დემოკრატიული ცვლილებები და 1989 წლის შემოდგომაზე გადააყენეს კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი ტოდორ ჟივკოვი. 1990 წელს ბულგარეთის კომუნისტური პარტია გადაკეთდა ბულგარულ სოციალისტურ პარტიად, რომელმაც გაიმარჯვა ქვეყანაში ჩატარებულ პირველი თავისუფალ არჩევნებში. ქვეყნის დასახელება შეიცვალა და გახდა ბულგარეთის რესპუბლიკა.