გასულელებულთა დღე
From Wikipedia, the free encyclopedia
გასულელებულთა დღე (ფრანგ. La journée des Dupes) — 1630 წლის ნოემბერში მომხდარი მოვლენების სახელი, როდესაც კარდინალ რიშელიეს მტრებმა შეცდომით დაიჯერეს, რომ ლუი XIII „სამართლიანი“ დაარწმუნეს თავიდან მოეშორებინა კარდინალი.[1] გასულელებულთა დღის მოვლენები 1630 წლის ნოემბრის 10, 11 ან. 12 რიცხვში მოხდა.
ანრი დე როგანის ჰუგენოტების დამარცხებისა და მანტუის ტახტზე საფრანგეთის კრეატურის დამტკიცების შემდეგ, რიშელიემ დაიწყო მოლაპარაკებები გერმანელ პროტესტანტებთან ოცდაათწლიან ომში ჰაბსბურგთა წინააღმდეგ ალიანსის შესაქმნელად.
პროტესტანტებთან შესაძლო ალიანსი მიუღებელი აღმოჩნდა „წმინდანთა ფრაქციისთვის“ - საფრანგეთის სამეფო კარზე არსებულ პროკათოლიკურუ ფრაქციისთვის, რომლის ყველაზე გავლენიანი წევრი საფრანგეთის მეფის დედა, მარია მედიჩი იყო. 1630 წლის ნოემბერში კარდინალ რიშელიესა და ლუი XIII-ის დედის, მარია მედიჩი ურთიერთობებმა კრიზისს მიაღწია. ლუქსემბურგის სასახლეში გამართული შეხვედრის დროს მარია მედიჩიმ დაუყენა მეფეს ულტიმატუმი და იგი არჩევანის წინაშე დააყენა - ან კარდინალი, ან დედა.[2] მარია მედიჩის მხარი ასევე მეფის ძმამ - გასტონ ორლეანელმა - დაუჭირა, რომელიც კარდინალის დამხობის შემდეგ საკუთარი ძალაუფლებისა და გავლენის გაზრდას გეგმავდა.
დედის ულტიმატუმის შემდეგ მეფე განმარტოვდა ვერსალის სასახლეში. რიშელიეს მოწინააღდეგეები ზეიმობდნენ გამარჯვებას, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად მეფე შეხვდა რიშელიეს და დაარწმუნა იგი საკუთარ მხარდაჭერაში. მარია მედიჩიმ დატოვა მეფის კარი და კომპიენში განმარტოვდა.[3]
„გასულელებულთა დღის“ მოვლენების შემდეგ კარდინალის ძალაუფლება და მეფის მხარდაჭერა კიდევ უფრო განმტკიცდა.[4]