გაერთიანება 90/მწვანეები
From Wikipedia, the free encyclopedia
გაერთიანება 90/მწვანეები (გერმ. Bündnis 90/Die Grünen) — მწვანე პოლიტიკური პარტია გერმანიაში. ჩამოყალიბდა 1993 წელს „მწვანეებისა“ (შეიქმნა დასავლეთ გერმანიაში 1980 წელს) და გაერთიანება 90-ის (შეიქმნა აღმოსავლეთ გერმანიაში 1990 წელს) შერწყმით. „მწვანეები“ პირველად ხელისუფლების სათავეში XX-XXI საუკუნეთა მიჯნაზე მოვიდნენ იოშკა ფიშერის მეთაურობით, სოციალ-დემოკრატებთან ერთად. ამჟამად, პარტიას სათავეში უდგას ცნობილი პოლიტიკოსი, ბუნდესტაგის მრავალგზის წევრი კლაუდია როტი. პარტიას ბუნდესტაგში 118 წარმომადგენელი ჰყავს.
Bündnis 90/Die Grünen გაერთიანება 90/მწვანეები | |
---|---|
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი |
კლაუდია როტი, ჯემ ოზდემირი |
ისტორია | |
დაფუძნდა | 14 მაისი, 1993 |
წინამორბედი |
მწვანეები გაერთიანება 90 |
პოზიციები | |
იდეოლოგია |
მწვანე პოლიტიკა სოციალური ლიბერალიზმი |
პოლიტიკური პოზიცია | მემარცხენე-ცენტრიზმი |
საერთაშორისო კავშირები | |
ევროპული აკრედიტაცია | ევროპის მწვანეთა პარტია |
საერთაშორისო აკრედიტაცია | გლობალური მწვანეები |
წარმომადგენლობითობა | |
ბუნდესტაგი |
118 / 736 |
რეგიონული პარლამენტები |
315 / 1 894 |
ევროპარლამენტი |
21 / 96 |
ფერები | |
შტაბ-ბინა |
Platz vor dem Neuen Tor 1 10115 ბერლინი |
www.gruene.de |
მწვანეები წარმოდგენილნი არიან გერმანიის ყველაზე მდიდარი და შეძლებული მხარეების მთავრობებში (ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია, რაინლანდ-პფალცი და ა.შ). 2011 წელს პარტიამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია რეგიონულ არჩევნებში. ბადენ-ვიურტემბერგში ისტორიაში პირველად გერმანიის ფედერალური მხარის მინისტრ-პრეზიდენტად აირჩიეს, არა სოციალ-დემოკრატიული ან ქრისტიან დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, არამედ მწვანეთა პარტიის წევრი ვინფრიდ კრეჩმანი. მწვანეთა პარტიას 60000-მდე წევრი ჰჰყავს. მასთან დაახლოვებულ ორგანიზაციად ჰაინრიხ ბიოლის ფონდს მიიჩნევენ.