From Wikipedia, the free encyclopedia
გერმანიის სამეფო (ლათ. regnum teutonicorum) — ისტორიოგრაფიული ტერმინი, რომელიც გამოიყენებოდა თანამედროვე გერმანიის ტერიტორიაზე არსებული შუა საუკუნეების სახელმწიფოების აღსანიშნავად; ჩვეულებრივ, გამოიყენება 919—962 წლების პერიოდთან მიმართებაში, აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს ისტორიაში, ან საღვთო რომის იმპერიაში შემავალი გერმანული ტერიტორიების აღსანიშნავად.
გერმანიის სამეფო ლათ. regnum teutonicorum სამეფო | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
გერმანია საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში X საუკუნეში | ||||
ენა | გერმანული, ოფიციალურად — ლათინური | |||
ფულის ერთეული | დინარი (პფენინგი) | |||
მას შემდეგ, რაც ოტო I-მა იტალიაზე პრეტენდირება დაიწყო, იგი საკუთარ თავს უწოდებდა არა უბრალოდ ფრანკთა მეფეს, არამედ, კარლოს დიდის მსგავსად, „ფრანკებისა და ლომბარდიის მეფეს“ (rex Francorum et Langobardorum). როდესაც იმპერატორი გახდა, ოტო I იყენებდა ტიტულს „რომაელებისა და ფრანკების იმპერატორი“ (ლათ. imperator augustus Romanorum et Francorum). მისი მემკვიდრეები საკუთარ თავს უბრალოდ რომის იმპერატორებს უწოდებდნენ. ამგვარად, აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფომ შეწყვიტა არსებობა. მიუხედავად ამისა, ბევრი ისტორიკოსი ტერმინით „გერმანიის სამეფო“ აღნიშნავს საღვთო რომის იმპერიის გერმანულ ნაწილს.
შესაბამისად, ხშირად მეფეებს, რომლებიც გერმანელმა ფეოდალებმა აირჩიეს მაგრამ ჯერ არ იყვნენ იმპერატორები, უწოდებდნენ გერმანიის მეფეებს. თუმცა, 982 წლიდან მამამისის სიცოცხლის პერიოდში ოფიციალურად ოტო II იწოდებოდა რომის იმპერატორად, ჰაინრიხ II აირჩიეს „ფრანკებისა და ლომბარდიის მეფედ“, ხოლო შემდგომი მეფეები რომის პაპის მიერ კორონაციამდე, ჩვეულებრივ, იწოდებოდნენ „რომის მეფეებად“ (rex Romanorum).
მეორედ, ამჯერად არა ხელნაწერში, არამედ ოფიციალურ დოკუმენტში სიტყვათშეთანხმება „გერმანიის სამეფო“ გაჩნდა XI საუკუნეში. მას იყენებდა პაპების კურია გრიგოლ VII-ისა და მეფე ჰაინრიხ IV-ის კონფლიქტის დროს. XII საუკუნეში სახელწოდება „გერმანიის სამეფო“ ხშირად მოიხსენიებოდა სხვადასხვა უცხოენოვან წყაროებში, ხოლო ფრიდრიხ I ბარბაროსადან მოყოლებული — გერმანულ დიპლომატიურ დოკუმენტებშიც.
ოფიციალურად ტიტული „გერმანიის მეფე“ პირველად მიიღო იმპერატორმა მაქსიმილიან I-მა XVI საუკუნეში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.