გერმანიის საფეხბურთო ბუნდესლიგა
From Wikipedia, the free encyclopedia
გერმანიის საფეხბურთო ბუნდესლიგა (გერმ. Fußball-Bundesliga) — პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა გერმანული კლუბებისთვის. წარმოადგენს გერმანიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას. ჩემპიონატი მიმდინარეობს აგვისტოდან მაისის ჩათვლით და მასში მონაწილეობას იღებს 18 გუნდი. დაარსდა 1963 წელს.
სწრაფი ფაქტები ქვეყანა, კონფედერაცია ...
ქვეყანა | გერმანია |
---|---|
კონფედერაცია | უეფა |
დაარსდა | 1963 |
დივიზიონები | 1 |
კლუბ. რაოდენობა | 18 |
ქვეითდება | მეორე ბუნდესლიგა |
საშინაო თასები |
გერმანიის თასი გერმანიის სუპერთასი |
საერთაშ. თას(ებ)ი |
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა უეფა-ს ევროპა ლიგა |
მოქ. ჩემპიონი | „ბაიერნი“ (33-ჯერ) |
ყველაზე ტიტულოვანი | „ბაიერნი“ (33-ჯერ) |
საიტი | ოფიციალური |
2022-23 |
დახურვა
დაარსებიდან დღემდე ბუნდესლიგაში სულ 54 კლუბს უთამაშია. ბუნდესლიგის ტიტულს ყველაზე მეტჯერ ფლობდა მიუნხენის „ბაიერნი“, რომელმაც 33-ჯერ მოიგო ტურნირი. მოქმედი გამარჯვებულია „ბაიერნი“.
უეფა-ს კოეფიციენტების რეიტინგში ჩემპიონატებს შორის, ბუნდესლიგა მეოთხე ადგილს იკავებს [[ესპანეთის ლა ლიგის, ინგლისური პრემიერლიგის და იტალიური სერა ა-ს შემდეგ[1]. 2015–16 წლების სეზონში ბუნდესლიგის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო 43.300[2], რაც უმაღლესი მაჩვენებელია ევროპაში.