გერმანიკული ენები
From Wikipedia, the free encyclopedia
გერმანიკული ენები — ინდოევროპული ენათა ოჯახის ერთ-ერთი შტო, რომელიც დაახლოებით 15 ენას მოიცავს. გერმანიკული ენები გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაში და ოკეანეთის ქვეყნებში.
სხვადასხვა მონაცემებით, გერმანიკულ ენებს მშობლიურად მიიჩნევს ამ ენებზე დაახლოებით 700 მილიონ მოლაპარაკეთაგან 500 მილიონი კაცი, ხოლო დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი ამ ენათაგან ერთ-ერთს სასაუბრო, ან ე.წ. მეორე ენად გამოიყენებს.