ინდოევროპული ენები
From Wikipedia, the free encyclopedia
ინდოევროპული ენები — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენათა ოჯახი. ინდოევროპული ენები წარმოდგენილია დედამიწის ყველა კონტინენტზე. ამ ენებზე მოლაპარაკეთა რიცხვი 2,5 მილიარდს აღემატება.
საერთოდ, ინდოევროპულ ენებს მიაკუთვნებენ 400-ზე მეტ ენას, რომელთაგანაც ქვემოთ ჩამოთვლილი 9 ენა 100 მილიონზე მეტ მოლაპარაკეს ითვლის.
ესენია:
ბენგალური, გერმანული, ესპანური, ინგლისური, პორტუგალიური, რუსული, სპარსული, ფრანგული, ჰინდი.
ინდოევროპული ენების ამგვარი გავრცელება არის შედეგი ერთი მხრივ მრავალი საუკუნის განმავლობაში მიმდინარე ხალხთა დიდი გადასახლებისა, ხოლო მეორე მხრივ კი XV საუკუნიდან დაწყებული ევროპის ქვეყნების წინსვლითა და მათ (ინგლისის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, იტალიის, რუსეთის) მიერ მსოფლიო მასშტაბით წარმოებული ფართო ექსპანსიისა.
ინდოევროპული ოჯახის ენები ავლენენ საკმაოდ დიდ თანხვედრებს ლექსიკაში, ფლექსიაში, გრამატიკულ კატეგორიებში (რიცხვი, სქესი, აბლაუტი).