გოდოს მოლოდინში
From Wikipedia, the free encyclopedia
გოდოს მოლოდინში (ინგლ. Waiting for Godot)[1] 一 ირლანდიელი დრამატურგის, სემიუელ ბეკეტის პიესა, რომელშიც ორი პერსონაჟი, ვლადიმერი და ესტრაგონი მართავენ დისკუსიას მანამ, სანამ ელიან სათაურში ნახსენები გოდოს გამოჩენას, რომელიც საბოლოოდ არ მოდის.[2][3] იგი პირველად 1953 წლის 5 დეკემბერს პარიზში, ბაბილონის თეატრში დაიდგა, იქამდე 1952 წლის 17 თებერვალს სპექტაკლის შემოკლებული ვერსია დაიდგა ფრანგულ რადიოსტუდიაში და გადაიცემოდა მთელი საფრაგეთის გარშემო რადიოს საშუალებით[4], ხოლო მისი ინგლისურენოვანი ვერსიის პრემიერა 1955 წელს, ლონდონში შედგა. ბრიტანეთის სამეფო ნაციონალური თეატრის მიერ 1998-1999 წლებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, იგი აღიარებულ იქნა, როგორც „XX საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინგლისურენოვანი პიესა“.[5][6] თავად ბეკეტის თქმით, მან პიესაზე მუშაობა პროზისგან თავის დაღწევის მიზნით დაიწყო, რამაც, მისივე თქმით, მის წარმატებას შეუწყო ხელი.[7]
გოდოს მოლოდინში | |
---|---|
ავტორი | სემიუელ ბეკეტი |
პერსონაჟები | ვლადიმერი, ესტრაგონი, პოცო, ლაქი, ბიჭი. |
პრემიერა | 1953 |
პრემიერის ადგილი | ბაბილონის თეატრი, პარიზი |
ენა | ფრანგული, ინგლისური |
ჟანრი | ტრაგიკომედია |
მიუხედავად იმისა, რომ გოდოს მოლოდინში არ წარმოადგენს ავტორის საყვარელ ნაწარმოებს, ის იყო ნაშრომი, რომელმაც შემოქმედს პოპულარობა და კომერციული წარმატება მოუტანა. როდესაც ორიგინალ ხელნაწერთა და იშვიათი წიგნების გამყიდველმა ჰენრი ვენნინგმა ჰკითხა, შეეძლო თუ არა მისთვის ორიგინალური ფრანგული ხელნაწერის გაყიდვა, ბეკეტმა უპასუხა: „მართებულად თუ არა, გადავწყვიტე, გოდო ხელიდან არ გავუშვა. არც სენტიმენტები და ფინანსებია შუაში, უბრალოდ, აღარასდროს ჩემ მიმართებით მსგავსი შემოთავაზება. ამის ახსნა შეუძლებელია“.[8]