From Wikipedia, the free encyclopedia
გორის მიწისძვრა — ძლიერი მიწისძვრა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, გორში 1920 წლის 20 თებერვალს. მიწისძვრის ძალა შეადგენდა 6.2 . დაიღუპა 114 ადამიანი[1]. სერიოზულად დააზარალა გორის ციხე[2], ქვემო რიეთის ეკლესია, ქვემო რიეთის ნათლისმცემლის ეკლესია[3] და სხვა ძეგლები. დაინგრა გორის და რამდენიმე სოფლის შენობების 95%. დაშავებულთა რაოდენობამ 7118 ოჯახი შეადგინა.[4]
თარიღი | 20 თებერვალი, 1920 |
---|---|
მაგნიტუდა | 6.2 |
სიღრმე | 11 კმ |
ეპიცენტრის მდებარეობა | 41°54′00″ ჩ. გ. 44°00′00″ ა. გ. |
დაზარალებული ტერიტორია | საქართველო |
მსხვერპლი | 114 ადამიანი |
გორის მაზრაში პირველი ძლიერი ბიძგი 20 თებერვლის 02:55 საათზე აღინუსხა, ხოლო განმეორებითი — 14:45 საათზე. რიხტერის სკალით მიწისძვრის მაგნიტუდა (ადგილობრივი სიმძლავრე) 6,2 ერთეულს შეადგენდა, ხოლო მერკალის სკალის მიხედვით ინტენსივობა ეპიცენტრში 8-9 ბალს უტოლდებოდა. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო სოფელი ხიდისთავი, სადაც ყველაზე ძლიერი, 9-ბალიანი ბიძგები აღირიცხა.[4] გორში მიწისძვრის სიმძლავრე 8 ბალს შეადგენდა, ისევე როგორც გორის მაზრის სოფლების უმრავლესობაში. ბიძგები მთელი საქართველოს მასშტაბით იგრძნობოდა. თბილისში მისი სიმძლავრე 6 ბალს შეადგენდა, ხოლო ბათუმსა და ფოთში - 5 ბალს.
გორის დასახმარებლად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ გამოყო ათეულობით მილიონი მანეთი, გორში გაიგზავნა ჯარი, სახალხო გვარდია და სხვადასხვა ჯგუფები. საქართველოს მასშტაბით მოქალაქეებმა შექმნეს საქველმოქმედო და დამხმარე კომიტეტები. მოქალაქეების და საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ ათეულობით მილიონი მანეთი შეგროვდა.[4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.