![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/95/Damascus_University.jpg/640px-Damascus_University.jpg&w=640&q=50)
დამასკოს უნივერსიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
დამასკოს უნივერსიტეტი (არაბ. جامعة دمشق,)—სირიის უდიდესი და უძველესი უნივერსიტეტი. მდებარეობს დედაქალაქ დამასკოში. მას აქვს კამპუსები სირიის სხვა ქალაქებში. უნივერსიტეტი დაარსდა 1923 წელს სამედიცინო სკოლის (დაარსდა 1903 წელს) და სამართლის ინსტიტუტის (დაარსდა 1913 წელს)გაერთიანების საფუძველზე. 1958 წლამდე მას სირიის უნივერსიტეტს უწოდებდნენ, მაგრამ ალეპოს უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ სახელი შეიცვალა. სირიას აქვს ცხრა საჯარო უნივერსიტეტი და ათზე მეტი კერძო. 2011 წელს სირიის ომის დაწყებამდე დამასკოს უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტი იყო ახლო აღმოსავლეთში.
![დამასკოს უნივერსიტეტი](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/95/Damascus_University.jpg/640px-Damascus_University.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/70/Damascus_University_Map.png/640px-Damascus_University_Map.png)
დამასკოს უნივერსიტეტის შემადგენლობაში რამდენიმე ფაკულტეტია, მაღალი და საშუალო დონის ინსტიტუტები და საექთნო სკოლა. ერთ-ერთი საგანმანათლებლო და ყველაზე დიდი დაწესებულებაა არაბულ სამყაროში, რომელიც სპეციალიზირებულია უცხოელებისათვის არაბული ენის სწავლებაზე.[2]