დანიის ისტორია
From Wikipedia, the free encyclopedia
დანიის ერთიანი სამეფოს ისტორია VIII საუკუნეში დაიწყო. ისტორიულ დოკუმენტებში გეოგრაფიული მხარე და იქ მცხოვრები ხალხი,დანიელები, ახ. წ. VI საუკუნის დასაწყისიდამ მოიხსენიება. ეს დოკუმენტებია იორდანისისა და პროკოპი კესარიელის ნაშრომები. დანიელები ქრისტიანები იყვნენ. 960 წელს მათ უკვე სამეფო შექმნეს. ამჟამად დანიის სახელით ცნობილ არეალს აქვს მდიდარი პრეისტორია, რომელიც, დაახლოებით 12 000 წლის განმავლობაში არსებობდა მრავალი პრეისტორიული კულტურითა და მოსახლეობით.
დანიის ისტორიამ გავლენა იქონია ჩრდილოეთ და ბალტიის ზღვებს შორის მდებარე ტერიტორიებზე. 1814 წელს დანიამ შეინარჩუნა კონტროლი ძველ ნორვეგიის კოლონიებზე: ფარერის კუნძულებზე, გრენლანდიასა და ისლანდიაზე. XX საუკუნეში ისლანდიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა, გრენლანდია და ფარერის კუნძულები გახდნენ დანიის სამეფოს განუყოფელი ნაწილები. ჩრდილოეთ შლეზვიგი დანიის ტერიტორიის ნაწილი გახდა 1920 წლის რეფერენდუმის შემდეგ. მეორე მსოფლიო ომის დროს 1940 წელს ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებული იყო დანია, მაგრამ საბოლოოდ, 1945 წელს გაათავისუფლეს ბრიტანული ძალების დახმარებით.[1] მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა შემდეგ, ცივი ომის დაწყების შემდეგ, 1949 წელს, დანია შეუერთდა ნატოს სამხედრო ალიანსს, როგორც დამფუძნებელი წევრი.