![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b4/Dave_Cockrum.jpg/640px-Dave_Cockrum.jpg&w=640&q=50)
დეივ კოკრუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
დეივიდ ემეტ კოკრუმი (ინგლ. Dave Cockrum; დ. 11 ნოემბერი, 1943 — გ. 26 ნოემბერი, 2006) — ამერიკელი კომიქსების მხატვარი. დაიბადა ორეგონის შტატში. დევიდი პატარაობიდანვე დაინტერესებული იყო კომიქსებითა და მომავალ პროფესიად სწორედ კომიქსების შექნა ესახებოდა. კოკრუმის უშუალო მონაწილეობითაა შექმნილი Marvel Comics-ის პერსონაჟები: შტორმი, ნაითქროლერი, კოლოსუსი. სიცოცხლის ბოლო წლებში კოკრუმს ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყა (დიაბეტი, პნევმონია) და კომიქსების შექმნაშიც იშვიათად იღებდა მონაწილეობას. გარდაიცვალა 2006 წლის 26 ნოემბერს.