From Wikipedia, the free encyclopedia
დეიზი მილერი (ინგლ. Daisy Miller) — ამერიკელი მწერლის, ჰენრი ჯეიმზის მოკლე მოთხრობა, რომელიც, თავდაპირველად, 1878 წელს სერიებად გამოიცემოდა, ხოლო ერთიანი სახით მომდევნო წელს გამოჩნდა.[1] სიუჟეტი ასახავს ახალგაზრდა გოგოს, ენ (იგივე დეიზი) მილერის სასიყვარულო არშიყობას დახვეწილი, ჯენტლმენი თანამემამულის, ფრედერიკ უინტერბორნის მიმართ.
დეიზი მილერი | |
---|---|
ჟანრი | მოკლე მოთხრობა |
ავტორი | ჰენრი ჯეიმზი |
მშობლიური ენა | ინგლისური |
გამოცემულია | 1879 |
მედია | ბეჭდური |
გვერდი | 43 |
ნოველამ მწერალს უმალვე გაუთქვა სახელი და, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი კრიტიკოსის მიერ ტექსტი შეფასდა, როგორც „შეშფოთება ახალგაზრდა ამერიკელ მანდილოსნებზე“, ის მაინც ითვლება ავტორის სხვა ორ ნაწარმოებთან – "მარწუხებში" და "ქალბატონის პორტრეტი" – ჯეიმზის მაგნუმ-ოპუსად.[2] კრიტიკოსთა ძირითადი ნაწილი აფასებს აღნიშნულ მოთხრობას მისი სილაღისა და სიუჟეტის ენერგიულობის გამო.
ნაწარმოები მოგვითხრობს ახალგაზრდა ამერიკელი ქალის ისტორიასა და სოციალურ მდგომარეობას, რომლის ფონზე მკითხველი ეცნობა როგორც ამერიკული და ევროპული ღირებულებების ჯახს, ისევე ახალგაზრდა ამერიკელი ქალის ღრმა ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.
მეცხრამეტე საუკუნის 90-იან წლებში დამკვიდრებულ ერთ-ერთი ქვედაკაბის სახეობას – წმიმიანი გვირილა (Rainy Daisy) – სახელი ნაწარმოების მთავარი გმირი ქალის გავლენით ეწოდა.[3]
ნაწარმოები არაერთხელ ადაპტირებულა, მათ შორის გამოსარჩევია მოთხრობის მიხედვით 1974 წელს გადაღებული ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარ როლს სიბილ შეპერდი თამაშობს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.