დილიფი
სოფელი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. / From Wikipedia, the free encyclopedia
დილიფი, დილითი (ყოფ. დლივი) — სოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, გონდრიოს თემში. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ხანჩალის ტბის დასავლეთით. ზღვის დონიდან 1880 მეტრი. ნინოწმინდიდან 16 კმ. სოფელთან არის ადრინდელი ფეოდალური ხანის ეკლესია. დილიფის მიდამოებში არის მძლავრი მინერალური წყაროები და პემზის დიდი მარაგი.[2] სოფელში არის საჯარო სკოლა.[3]
სოფელი | |
---|---|
დილიფი | |
ქვეყანა | საქართველო |
რეგიონი | სამცხე-ჯავახეთის მხარესამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
თემი | გონდრიო |
კოორდინატები | 41°16′36″ ჩ. გ. 43°28′12″ ა. გ. |
ადრეული სახელები | დლივი |
ცენტრის სიმაღლე | 1880 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1098[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | სომხები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სოფლის ძველი ქართული სახელწოდებაა „დლივი“. ასეა იგი მოხსენიებულია „ქართლის ცხოვრებასა“ და სომეხი ისტორიკოსის ასოღიკის (X– XI სს.) თხზულებაში „მსოფლიო ისტორია“.[4] X–XI საუკუნეებში იგი ქართველ მეფეთა ერთ-ერთი სადგომი იყო. 988 წელს, ბაგრატ III-ის თავდასხმის მოლოდინში, დლივში დაბანაკდა დავით III კურაპალატი. აქვე, პერიოდულად, სადგომი ჰქონდათ ცენტრალიზებული სამეფო ხელისუფლების მტრებს – კლდეკარის ერისთავებს – ბაღვაშებს. 1058 წელს დლივში შეიპყრეს ლიპარიტ ბაღვაში და მისი ძე ივანე.[2]
სოფლის მახლობლად შემორჩენილია ადრინდელი შუა საუკუნეების საყდრის ნანგრევები.[2]