დიმა ბილანი
From Wikipedia, the free encyclopedia
დიმა ბილანი (რუს. Дима Билан) (სახელი დაბადებიდან 2008 წლის ივლისამდე ვიქტორ ნიკოლოზის ძე ბელანი (რუს. Виктор Николаевич Белан) (დ. 24 დეკემბერი, 1981, უსტ-ჯეგუტა, ყარაჩაი-ჩერქეზეთის არ, რსფსრ, სსრკ) — რუსი მომღერალი, რომელიც ჯერ ფსევდონიმი დიმა ბილანი დაირქვა, მაგრამ 2008 წლის ივლისის შემდეგ ფსევდონიმი სახელად მიიღო. ყაბარდო-ბალყარეთის დამსახურებული არტისტი (2006), ჩეჩნეთის დამსახურებული არტისტი (2007), ინგუშეთის დამსახურებული არტისტი (2007), ყაბარდო-ბალყარეთის სახალხო არტისტი (2008). დიმა ბილანმა ორჯერ წარადგინა რუსეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე: 2006 წელს (სადაც მე–2 ადგილი აიღო) და 2008 წელს (სადაც რუსეთს ამ კონკურსში პირველი გამარჯვება მოუტანა).
სწრაფი ფაქტები დიმა ბილანი, ბიოგრაფია ...
დიმა ბილანი | |
---|---|
ევროვიზია 2008 | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ვიქტორ ბელანი |
დაბ. თარიღი | 24 დეკემბერი, 1981 |
დაბ. ადგილი | უსტ-ჟეგუტა |
წარმოშობა | რუსეთი |
ჟანრ(ებ)ი | პოპ მუსიკა |
საქმიანობა | მომღერალი |
აქტიური | 2002 – დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Gala Records, EMI, Universal, Мистерия Звука |
ხელმოწერა | |
საიტი | ოფიციალური საიტი |
დიმა ბილანი ვიკისაწყობში |
დახურვა