დუხობორები
From Wikipedia, the free encyclopedia
დუხობორები (რუს. духоборы — „სულისათვის მებრძოლნი“) — პროტესტანტული მიმდინარეობა რუსეთში, რომელიც 1750 წელს გამოეყო რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და ჩამოყალიბდა როგორც არამხოლოდ რელიგიური მიმდინარეობა, არამედ რუსი ხალხის ერთ-ერთი ეთნოგრაფიული ჯგუფი.
დუხობორები უარს ამბობდენ საღვთო წერილსა და საღვთისმსახურო წიგნებზე, მოძღვრებას და წესებს გადასცემდნენ ზეპირად, სწამთ რეინკარნაციის, არ აღიარებე პირველი ცოდვის მემკვიდრეობით გადაცემას და მათ თეოლოგიურ სისტემაში ჭარბობს სიმობობლები. დუხობორების რაოდენობა დაახლოებით 40-45 ათასია. ისინი ცხოვრობენ რუსეთის ცენტრალურ ნაწილში, საქართველოში და კანადაში.