ეიკონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალიაუნ დამალა ბუგა ტიმე ბონგო პურუ ნაკა ლუ ლუ ლუ ბადარუ ეიკონ ტიამი (ინგლ. Aliaune Damala Bouga Time Bongo Puru Nacka Lu Lu Lu Badara Akon Thiam; დ. 16 აპრილი, 1977, სენტ-ლუისი, აშშ), ცნობილი როგორც უბრალოდ ეიკონი (ინგლ. Akon) — სენეგალელ-ამერიკელი რიტმ ენდ ბლიუზ მომღერალი და კომპოზიტორი, მუსიკალური პროდიუსერი, ბიზნესმენი და ფილანტროპისტი. წარმატებას მიაღწია 2004 წელს "Locked Up-ის" გამოცემით, რომელიც შედიოდა მის დებიუტურ ალბომში Trouble. მისმა მეორე ალბომმა, Konvicted, მოუტანა მას გრემის დაჯილდოებაზე ნომინაცია სიმღერისთვის "Smack That". მან დააარსა ორი ჩამწერი სტუდია: Konvict Muzik და Kon Live Distribution. იგი არის ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მრავალფეროვანი რიტმ ენდ ბლიუზის მომღერალი. იგი ხშირად მღერის ჰუკს სხვა არტისტებისთვის და ამჟამად აკრედიტებულია 200 სტუმართან ერთად გამოჩენით და 32 ბილბორდის ცხელი ასეულის სიმღერით. მას აქვს გრემის დაჯილდოების ექვსი ნომინაცია და გამოშვებული სიმღერები ისეთი არტისტებისთვის, როგორებიც არიან Lady Gaga, T-Pain და ლეონა ლუისი.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ეიკონი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ეიკონი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ეიკონი | |
---|---|
2015 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ალიაუმ დამალა ბადარა ეიკონ ტიამი[1] |
დაბ. თარიღი | 16 აპრილი, 1977, სენტ-ლუისი, აშშ |
დაბ. ადგილი | სენტ-ლუისი, აშშ |
წარმოშობა | დაკარი, სენეგალი |
ჟანრ(ებ)ი | პოპი, რიტმ ენდ ბლიუზი |
საქმიანობა | მომღერალი, პროდიუსერი, მუსიკალური პროდიუსერი |
აქტიური | 1996-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Universal, SRC, Konvict Muzik, UpFront |
საიტი | AkonOnline.com |
ეიკონი ვიკისაწყობში |