ელამური ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
ელამური ენა — მკვდარი ენა, საუბრობდანენ ელამელები, ძველი ახლო აღმოსავლელი ხალხი თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე. ელამური წარწერები განეკუთვნებიან ძვ. წ. 2400 და ახ. წ. 350 დროის მონაკვეთს.
ელამური ენა | |
გავრცელებულია | ელამი (თანამედროვე ირანი) |
ოფიციალური სტატუსი | მკვდარი ენა |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | იზოლირებული ენა |
დამწერლობის სისტემა | ლურსმული დამწერლობა |
ენის კოდები | ISO 639-2: elx |
ელამური ენა არ ენათესავება არცერთ სხვა ცნობილ ძველ ახლოაღმოსავლურ ენას: იგი არ მიეკუთვნება სემიტურ ენებს (როგორიცაა აქადური ენა) და არავითარი კავშირი არ აქვს ინდოევროპულ ენებთან (როგორიცაა მაგალითად ხეთური ან ძველი სპარსული). მეზობელი შუმერების ენასთანაც კი არ აქვს აშკარა ნათესაობა ელამურ ენას. მკვლევართა უმეტესობა ელამურს იზოლირებულ ენად მიიჩნევს, ნაწილი კი თვლის, რომ მას საერთო გენეტიკური ერთეულები აქვს ინდოეთის ნახევარკუნძულის დრავიდულ ენებთან.
ელამური ტექსტები ძირითადად სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული დამწერლობით სრულდებოდა, რომელთაგან ორი მესოპოტამიური წერის სისტემებიდან იყო გადმოღებული, ხოლო მესამე ელამური განვითარებისა იყო. ელამის ისტორია ჯერ კიდევ არაა ბოლომდე გამოკვლეული და მის შესახებ ინფორმაციას სხვა იმდროინდელი მესოპოტამიური (შუმერული, ასირიული, აქადური, ბაბილონური) წყაროები გვაძლევენ. ისტორიული შინაარსის ტექსტები ელამურ ენაზე შედარებით იშვიათად გვხვდება.
მეცნიერებას, რომელიც ელამურ ენას, ისტორიასა და კულტურას სწავლობს, ელამისტიკა ეწოდება.