ელექტრონული კომერცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ელექტრონული კომერცია ცნობილია, როგორც ელ. კომერცია (e-commerce) — ინდუსტრიის ტიპი, სადაც პროდუქტებისა და მომსახურების ყიდვა და გაყიდვა ხორციელდება ელექტრონული საშუალებების მეშვეობით, როგორებიცაა ინტერნეტი და სხვა კომპიუტერული ქსელები. ელექტრონული კომერცია დაფუძნებულია მობილურ კომერციაზე, საშუალებების ელექტრონულ გადაცემაზე, ჯაჭვური მენეჯმენტის უზრუნველყოფაზე, ინტერნეტ მარკეტინგზე, ტრანზაქციის ონლაინ პროცესებზე, ელექტრონული მონაცემების გაცვლაზე (EDI), ინვენტარის მენეჯმენტის სისტემებზე. თანამედროვე ელექტრონული კომერცია ჩვეულებრივ იყენებს მსოფლიო აბლაბუდას (World Wide Web)[1] ყველაზე მცირე შეთანხმების ციკლის ერთ სტადიაზე, თუმცა მან შეიძლება მოიცვას უფრო ფართო ტექნოლოგიების სპექტრი, როგორებიცაა: ელ.ფოსტა, მობილური მოწყობილობები, სოციალური მედია და აგრეთვე ტელეფონები.
ელექტრონული კომერცია, როგორც წესი ითვლება ელექტრონული ბიზნესის ასპექტების გაყიდვათ. ის ასევე მოიცავს მონაცემების გაცვლას, რომლებიც აადვილებენ ბიზნესის ტრანზაქციების ფინანსებისა და გადახდის ასპექტებს. ეს არის ეფექტიანი და კომუნიკაციის პროფიტაბელური გზა ბიზნეს ორგანიზაციებს შორის და ყველაზე ხელსაყრელია ამ გზით ბიზნესის წარმართვა.[2]
ელექტრონული კომერცია შესაძლებელია დაიყოს:[3]
- ელექტრო კატალოგებად ანუ „ვირტუალურ თაროებად“, რომლებიც განთავსებულია ვებგვერდებზე ონლაინ კატალოგების სახით, ხშირად გვევლინება ელ.ფოსტებზე ფოსტის სახით;
- ყიდვა და გაყიდვა სხვადასხვა საიტებზე ან სხვადასხვა ვირტუალურ ბაზრობებზე;
- დემოგრაფიული მონაცემების შეკრება და გამოყენება სოციალური მედიისა და კონტაქტების გამოყენებით;
- ელექტრონული მონაცემების გაცვლა (EDI), ბიზნესის ბიზნესზე (B2B) მონაცემების გაცვლა;
- ელ.ფოსტისა და ფაქსის გამოყენება, როგორც მასობრივი მედიის საშუალებისა, რათა მიღწეულ იქნეს სასარგებლო და პერსპექტიული ურთიერთობები კლიენტებთან (მაგალითად, Newsletters);
- ბიზნეს ოპერაციების (ტრანზაქციების უსაფრთხოება).