From Wikipedia, the free encyclopedia
ენ-არბორი, ან-არბორი (ინგლ. Ann Arbor [(ˌ)æn-ˈɑːrbər]) — ქალაქი აშშ-ში, მიჩიგანის შტატში. მოსახლეობა 2000 წლის მონაცემებით 114 110 ადამიანს შეადგენს და სიდიდით შტატის მეშვიდე ქალაქის წარმოადგენს. მაცხოვრებლების 32% სტუდენტია.[3]
ქალაქი | |
---|---|
ენ-არბორი ინგლ. City of Ann Arbor | |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
შტატი | მიჩიგანი |
კოორდინატები | 42°16′53″ ჩ. გ. 83°44′53″ დ. გ. |
მმართველი | Christopher Taylor[1] |
დაარსდა | 1824 |
ფართობი | 74.981537 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 256±1 მეტრი |
მოსახლეობა | 123 851 (1 აპრილი, 2020)[2] |
სასაათო სარტყელი | UTC-5, UTC-4, ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთი დრო და America/Detroit |
სატელეფონო კოდი | 734 |
საფოსტო ინდექსი | 48103, 48104, 48105, 48106, 48107, 48108, 48109, 48113 |
ოფიციალური საიტი | https://www.a2gov.org/Pages/default.aspx |
ენ-არბორში მდებარეობს მიჩიგანის უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი, რომელიც აქ დეტროიტიდან 1837 წელს გადაიტანეს. ქალაქში განლაგებულია დეტროიტის ობსერვატორია და მიჩიგანის უნივერსიტეტის სამხატვრო მუზეუმი.
ქალაქი ენ-არბორი დაარსდა 1824 წელს, მიწის სპეკულანტების, ჯონ ალენისა და ელიშ რემზის მიერ. მათ 640 აკრი (260 ჰექტარი) მუხის ტყე სახელმწიფოსგან შეიძინეს 800 დოლარად. 1824 წლის 25 მაისს დაარეგისტრირეს მიწის ნაკვეთი, სახელად Annarbour, დიდი ალბათობით საკუთარი ცოლების პატივსაცემად, რომლებსაც ენი ერქვათ.
ენ-არბორი 1827 წელს გახდა დასახლებული პუნქტი, რომელიც 1831 წელს გადაკეთდა სასოფლო დასახლებად. ქალაქი შეიცავდა თექვსმეტ ჰექტარ აუთვისებელ მიწას. ენ-არბორმა მიჩგანის უნივერსიტეტისაგან მიიღო შეთავაზება და 1837 წელს ის ამ ტერიტორიაზე გადავიდა.
მიჩგანის უნივერსიტეტის გადასვლის შემდეგ, მისი ისტორია უნივერსიტეტისას შეერწყა. ქალაქი რეგიონალური სატრანსპორტო ცენტრი გახდა 1839 წელს, მიჩიგანის ცენტრალური სარკინიგზო გზის გახსნის შემდეგ.
1960-1970 წლებში ითვლებოდა ლიბერალური პოლიტიკის მნიშვნელოვან ცენტრად. ასევე ცნობილი იყო, როგორც მემარცხენე საქმიანობის ცენტრი; გამოირჩეოდა სამოქალაქო უფლებების, ვიეტნამის ომის წინააღმდეგ მიმართული, ასევე, სტუდენტური მოძრაობებით.
ენ-არბორში მდებარეობს სატვირთო და ლოჯისტიკური კომპანია Con-way-ის სათაო ოფისი. ქალაქში ასევე მდებარეობს საერთაშორისო ფასტფუდის რესტორნების ქსელი Domino’s Pizza-ის (დომინოს პიცა) სათაო ოფისი.
აშშ-ის მოსახლეობის აღწერის ბიუროს თანახმად, ქალაქის სრული ფართობი შეადგენს 72 კმ²-ს, რომლიდანაც 1,8 კმ² (2,43 %) უჭირავს წყლის ზედაპირს (უმეტესად მდინარე ჰურონი). ქალაქი მდებარეობს დეტროიტიდან დაახლოებით 56 კმ-ით დასავლეთით. ენ-არბორის მდებარეობა ხელსაყრელია სოფლის მეურნეობისა და ხილის გაშენებისთვის. მდინარე ჰურონის გარშემო არსებული ლანდშაფტი დაფარულია ბორცვებითა და ხეობებით. ბორცვების სიმაღლე მდინარის გასწვრივ, დასავლეთით, 230-დან 300 მეტრამდე აღწევს. მთლიანობაში, დასავლეთი და ცენტრალური, ასევე ჩრდილო-დასავლეთით არსებული ქალაქის უბნები, წარმოადგენს უმაღლეს ადგილებს, სადაც ასევე მდებარეობს მიჩიგანის უნვიერსიტეტის ჩრდილოეთი კორპუსი. აეროპორტი მდებარეობს ქალაქის სამხრეთით, 256 მეტრის სიმაღლეზე. ყველაზე დაბალი ადგილები კი მდინარის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.
1971-2002 წლებში ქალაქში მუშაობდა გამომცემლობა „არდის ფაბლიშინგი“, რომელიც ორიენტირებული იყო რუსული ლიტერატურის გამოცემაზე, მშობლიურ და ინგლისურ ენებზე. გამომცემლობამ დიდი როლი ითამაშა რუსული ლიტერატურის განვითარებაში, რაც სსრკ-ის პერიოდში შეზღუდული იყო. „არდისის“ მიერ გამოცემულმა წიგნებმა ხელი შეუწყო აშშ-ში რუსული ლიტერატურის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
ნობელის პრემიის ლაურეტი, პოეტი, იოსებ ბროდსკი, 1972 წლის ივლისში გადავიდა ენ-არაბორში. მიჩიგანის უნივერსიტეტში მიიღო მოწვეული პოეტის სტატუსი. 1980 წლამდე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.