From Wikipedia, the free encyclopedia
ენრიკე I სუფთა (პორტ. Henrique I de Portugal\Henrique "o Castro"; დ. 31 იანვარი, 1512, ლისაბონი, პორტუგალია — გ. 31 იანვარი, 1580, ალმეირინი, პორტუგალია) — პორტუგალიის მეფე-კარდინალი 1578–1580 წლებში, ავისის დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი. მანუელ I და მისი მეორე ცოლის მარია არაგონელის მეხუთე შვილი.
ენრიკე I | |
---|---|
Henrique I de Portugal | |
პორტუგალიის მე-17 მეფე-კარდინალი | |
კორონაცია: | 28 აგვისტო 1578 |
მმართ. დასაწყისი: | 4 აგვისტო 1578 |
მმართ. დასასრული: | 31 იანვარი, 1580 |
წინამორბედი: | სებასტიან I |
მემკვიდრე: | ანტონიუ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 31 იანვარი, 1512 |
დაბ. ადგილი: | ლისაბონი, პორტუგალია |
გარდ. თარიღი: | 31 იანვარი 1580 |
გარდ. ადგილი: | ალმეირინი, პორტუგალია |
დინასტია: | ავისის დინასტია |
მამა: | მანუელ I |
დედა: | მარია არაგონელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ენრიკე მანუელ I ყველაზე პატარა ძმა იყო,ამიტომ ფიქრობდნენ, რომ მას არ ჰქონდა სამეფო ტახტზე ასვლის შანსი. ამიტომ მან სასულიერო კარიერა აირჩია, რათა დაეცვა პორტუგალიის ინტერესები კათოლიკურ ეკლესიაში. იგი მალევე გახდა ბრაგის არქიეპიკოპოსი (1538), ევორის არქიეპიკოპოსი (1545) და მიიღო კიდეც კარდინალის თანამდებობა.[1] 1564 წელს ენრიკე გახდა ლისაბონის არქიეპისკოპოსი და პორტუგალიის პრიმასი.
ძმის გარდაცვალების შემდეგ 1557 წელს გახდა თავისი ძმის შვილიშვილის სებასტიან I რეგენტი. სებასტიანის დაღუპვის შემდეგ კი, როგორც დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი ავიდა პორტუგალიის სამეფო ტახტზე. მან დინასტიის გაგრძელების მიზნით უარი თქვა სასულიერო წოდებებზე და დაქორწინდა კიდეც, მაგრამ რომის პაპმა გრიგოლ XIII მხარი ჰაბსბურგებს დაუჭირა და არ გაათავისუფლა იგი სამღვდელო ფიცისაგან.
ენრიკე მალევე გარდაიცვალა. რეგენტთა საბჭომ ახალი მეფის ასარჩევად დანიშნა კრება. ამ სიტუაციით ისარგებლა ესპანეთის მეფემ ფილიპე II, რომელიც ყველაზე სასურველი კანდიდატი იყო პორტუგალიის სამეფო ტახტზე. 1580 წელს მან ჰერცოგი ალბა გაგაზავნა პორტუგალიაში, რათა ხელში ჩაეგდო სამეფო ტახტი. მან მალევე დაიპყრო ლისაბონი და ფილიპე II აირჩიეს პორტუგალიის მეფედ, იმ პირობით რომ იგი უზრუნველყოფდა პორტუგალიის სამეფოსა და მისი საზღვრების დაცვას და არ შეუერთებდა მას ესპანეთს. ფილიპე II პორტუგალიის სამეფო ტახტზე ეწოდა ფილიპე I.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.