From Wikipedia, the free encyclopedia
ეპიტაფია (ბერძ. ἐπιτάφιος, epitáphios < ἐπι-/epi – „ზე“ და τάφος/táphos – „საფლავი“) — ძველ საბერძნეთში — საფლავზე წარმოთქმული სიტყვა, მოგვიანებით კი — წარწერა საფლავის ქვაზე.
ეპიტაფიისთვის დამახასიათებელია მცირე ფორმა, მიმართვა მიცვალებულისადმი ან მიცვალებილისა ამ ქვენად დარჩენილებთან. დროთა განმავლობაში საეპიტაფიო ხოტბების გვერდით ჩნდება სატირული, პაროდიული ეპიტაფიები.
ეპიტაფიის მაგალითებია ალექსანდრე მაკედონელისადმი („ამ საფლავში ჩაეტია ის, ვისაც მთელი დედამიწა ეპატარავებოდა“) და ისააკ ნიუტონისადმი („ეს მარმარილოს ფილა ისააკ ნიუტონს მკვდრადა თვლის მაშინ, როდესაც დრო, ბუნება და ცის კამარა მისი უკვდავების მოწმენი არიან“) მიძღვნილი წარწერები.
ძველ ქართულ ლიტერატურაში ეპიტაფიამ პოეზიის ჟანრის ფორმა მიიღო. ეს იყო საფლავის ქვაზე წარწერილი მიცვალებულის მოსაგონარი ლირიკული ლექსი, აგრეთვე ეპიტაფიის სახით შეთხზული ლექსი, რომელიც ისტორიული პირის ან თვით ავტორის ცხოვრებას, ხვედრს, ღვაწლს ახასიათებს. მაგ., ხალხური „თამარ მეფის ეპიტაფია“, არსენ ბერის „დავით აღმაშენებლის ეპიტაფია“,[1] დავით გურამიშვილის „საფლავის ქვაზე დასაწერი“ და სხვ. სოციალური შინაარსისაა აკაკი წერეთლის „ეპიტაფია“ და ილია ჭავჭავაძის „ხმა სამარიდამ“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.