From Wikipedia, the free encyclopedia
ერედვის მუნიციპალიტეტი (ყოფ. ერედვის თემი) — დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მუნიციპალიტეტი 2006 წლიდან. ერედვის მუნიციპალიტეტში შევიდა არცევის, ბელოთის, ერედვის, ვანათის, ქსუისის ტერიტორიული ორგანოები. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი — სოფ. ერედვი. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1].
ერედვის მუნიციპალიტეტი | |||||
ერედვის მუნიციპალიტეტი სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
---|---|---|---|---|---|
დროებითი ადმინისტრაციულ- ტერიტორიული ერთეული |
სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული | ||||
ადმ. ცენტრი | ერედვი | ||||
გამგებელი | ოთარ ცოტნიაშვილი | ||||
დაარსდა | 07.12.2006 | ||||
ფართობი | 645 კმ² | ||||
მოსახლეობა | 8334 კაცი (2002) | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 92% ოსები 8% | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
ოფიციალური საიტი | eredvi.gov.ge |
ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე შედიოდა ტიფლისის გუბერნიის გორის მაზრაში, 1917-1924 წლებში-გორის მაზრაში, 1924-1991 წლამდე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონში[2], 1991-1993 წლებში შიდა ქართლის მხარის გორის რაიონში, 1993-2006 წლებში ერედვის თემი დამოუკიდებელი ერთეულია, 2006 წლიდან — მუნიციპალიტეტი (2007 წლის 10 მაისს შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია)[3].
საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის 2005 წლის 16 დეკემბრის №2304-რს ბრძანების საფუძველზე მოხდა საქართველოს რაიონების რეორგანიზაცია, რის შედეგადაც არსებული რაიონები შეიცვალა მუნიციპალიტეტებად[4]. სსიპ „ერედვის მუნიციპალიტეტის“ (ს/ნ. 218065055) გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2006 წლის 17 ნოემბერი, ხოლო რეგისტრაციის თარიღი — 2006 წლის 7 დეკემბერი[5].
2008 წლის აგვისტოში რუსეთის შეარაღებული ძალების მიერ მთლიანად იქნა ოკუპირებული ერედვის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორია და საკუთარ სამშობლოში 8334 კაცი აღმოჩნდა დევნილობაში, მოსახლეობა ჩასახლებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 22 დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოები განთავსებულია თბილისში.
ერედვის მუნიციპალიტეტი მდებარეობს შიდა ქართლის ტერიტორიაზე და მისი ფართობია 645 კვ.კმ, აღმოსავლეთით ესაზღვრება ახალგორის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით ესაზღვრება ჯავის რაიონი, სამხრეთით გორის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით ესაზღვრება ქ. ცხინვალი და ქურთის მუნიციპალიტეტი.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო-გამგეობა, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია :
სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია: მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა-მებაღეობა, მოჰყავთ მარცვლეული კულტურები და ყურძენი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოიპოვება ვულკანური წარმოშობის ფერფლი, ტუფო-ლავა, პემზა, წიდა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ოკუპანტების ხელში აღმოჩნდა უამრავი ეკლესია-მონასტერი, საყდარი, ციხე-სიმაგრე და საფორტიფიკაციო ნაგებობანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.