ერმიტაჟი (სანქტ-პეტერბურგი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ერმიტაჟის მუზეუმი (რუს. Эрмитаж < ფრანგ. ermitage — „განდეგილის სავანე“, „განმარტოებული ადგილი“) — რუსეთის უმსხვილესი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კულტურის, ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმი. წარმოადგენს სახელმწიფო მნიშვნელობის ხელოვნებისა და კულტურის ძეგლების საცავს. ერმიტაჟის ვრცელი კოლექციები გამოფენილია ექვს ძირითად შენობაში; მათგან მთავარი ზამთრის სასახლეა, რომელიც წინათ რუსეთის მეფეთა ოფიციალური რეზიდენცია იყო.
ერმიტაჟის კოლექციებიდან უმნიშვნელოვანესია მიქელანჯელოს, ლეონარდოს, რუბენსის, ვან-დეიკის, რემბრანდტის, პუსენის, კლოდ ლორენის, ვატოს, ტიეპოლოს, კანალეტოს, კანოვას, როდენის, მონეს, პისაროს, რენუარის, სეზანის, ვან-გოგის, გოგენის, პიკასოსა და მატისის ნამუშევრები. თუმცა აქ სანახავი გაცილებით მეტია - მათ შორის რუსეთის იმპერიის რეგალია, ფაბერჟეს სამკაულების საუცხოო კოლექცია და შთამბეჭდავი უძველესი ოქროს ნაკეთობათა ნიმუშები.