ვარაზ-ბაკური
From Wikipedia, the free encyclopedia
ვარაზ-ბაკური, ვარაზ-ბაქარი — იბერიის მეფე IV საუკუნის II ნახევარში. აიგივებენ ამიანე მარცელინუსთან მოხსენიებულ ასფაგურთან, რომელიც 368 წელს რომაელთა მომხრე საურმაგის განდევნის შემდეგ გაამეფეს ირანელებმა. 370 წელს ვარაზ-ბაკური იძულებული გახდა დაებრუნებინა საურმაგისათვის მტკვრის სამხრეთით მდებარე ქართლის ნაწილი. 70-იანი წლების ბოლოს ვარაზ-ბაკურმა ირანელთა დახმარებით ისევ გააერთიანა ქართლი. ქართული წყაროების თანახმად, ვარაზ-ბაკურის დროს ირანელებმა პირველად დახარკეს ქართლი. მის დროსვე პირველად იხსენიება თბილისი.
სწრაფი ფაქტები ვარაზ-ბაკური, იბერიის მეფე ...
ვარაზ-ბაკური | |
---|---|
იბერიის მეფე | |
წინამორბედი: | მითრიდატე V |
მემკვიდრე: | თრდატი |
დინასტია: | ფარნავაზიანი |
მამა: | მითრიდატე V |
დახურვა