From Wikipedia, the free encyclopedia
ვარანასი (სანსკრ. वाराणसी), აგრეთვე ცნობილი როგორც ბარანასი, ბენარასი ან კაში — ქალაქი ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში, მდინარე განგის ნაპირებზე, შტატის დედაქალაქ ლაქნაუდან 320 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით. ინდუისტებისთვის, ბუდისტებისა და ჯაინისტებისთვის იგი წმინდა ქალაქად მიიჩნევა. იგი ერთ-ერთი უძველესი უწყვეტად დასახლებული ქალაქია მსოფლიოში და უძველესი ინდოეთში.[2][3]
ქალაქი | |
---|---|
ვარანასი სანსკრ. वाराणसी | |
ვარანასის ხედი მდინარე განგიდან | |
ქვეყანა | ინდოეთი |
შტატი | უტარ-პრადეში |
კოორდინატები | 25°16′55″ ჩ. გ. 82°57′23″ ა. გ. |
ფართობი | 1550 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 80,71 მ |
მოსახლეობა | 3 682 194[1] კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 2 399 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 |
სატელეფონო კოდი | +0542 |
საფოსტო ინდექსი | 221456 |
საავტომობილო კოდი | UP |
ოფიციალური საიტი | nnvns.org |
ვარანასის კულტურული მფარველი და ყველა რელიგიური დღესასწაულის ნაწილია კაში-ნარეში.[4] ქალაქის კულტურა მჭიდროდაა დაკავშირებული მდინარე განგთან და მის რელიგიურ მნიშვნელობასთან. მრავალი ათასეული წლის განმავლობაში ვარანასი ჩრდილოეთ ინდოეთის კულტურული და რელიგიური ცენტრი იყო. ვარანასიში განვითარდა ინდოეთის კლასიკური მუსიკის ბენარეს გჰარანა. ასევე, აქ დაიბადა მრავალი ინდოელი ფილოსოფოსი, მწერალი, პოეტი და მუსიკოსი. გაუტამა ბუდამ პირველად სარნატჰში იქდაგა, რომელიც ვარანასის სიახლოვეს მდებარეობს.[5]
ხალხი ვარანასის ხშირად მოიხსენიებს, როგორც „ტაძრების ქალაქი“, „ინდოეთის წმინდა ქალაქი“, „ინდოეთის რელიგიური დედაქალაქი“, „სინათლის ქალაქი“, „სწავლის ქალაქი“ და „დედამიწის უძველესი ქალაქი“.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.