სოფელი საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
ვაჩნაძიანი (ყოფილი შრომა) — სოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. გურჯაანი-თელავის საავტომობილო გზაზე, თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 560 მეტრი, გურჯაანიდან 18 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1529 ადამიანი. სოფლიდან 9 კილომეტრზე არის ყველაწმინდის სამონასტრო კომპლექსი. სოფელში ასევე არის ამიდასტურის წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის ეზოშიც არქეოლოგებმა გათხარეს აქამდე უცნობი სვეტიცხოვლის სახელობის ეკლესია, რომელიც მთლიანად მიწით იყო დაფარული. არქეოლოგების თქმით, ძეგლი VII–XIII საუკუნით თარიღდება.[2][3]
სოფელი | |
---|---|
ვაჩნაძიანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
თემი | ვაჩნაძიანი |
კოორდინატები | 41°50′45″ ჩ. გ. 45°39′28″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 560 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1529[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2014 | 1529 | 741 | 788 |
XX საუკუნის 20-იან წლებში სოფელს შრომა დაარქვეს. 1990 წელს, სოფლის მცხოვრებთა სურვილით მას ძველი სახელი — ვაჩნაძიანი დაუბრუნდა. ტოპონიმი მომდინარეობს ვაჩნაძეების გვარიდან. ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები თავიანთ ნაშრომებში სოფელ ვაჩნაძიანს არ მოიხსენიებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ცალკე სოფელი არ იყო. იოანე ბატონიშვილის ნაშრომსა და სხვა სიგელ-გუჯარებში ნახსენებია ვაჩნაძიანნი, სავაჩნაძო, მაგრამ ეს არ არის რომელიმე დასახლებული პუნქტის სახელწოდება. ეს ვაჩნაძეების საგვარეულო ადგილ-მამულების საერთო დასახლებაა. ვაჩნაძიანი სოფელ კალაურის უბანი იყო. ჯარისათვის მაჭრის შეგროვების შესახებ, ერეკლე მეფის 1787 წლის ბრძანებაში ნათქვამია: „კალაურის სახასო საპანე ორი და ნახევარი, სავაჩნაძომ ერთობით სამი საპანე“ უნდა გამოიღონ. აქ სავაჩნაძო ტერიტორიული ერთეულია. ვაჩნაძიანი ცალკე სოფლად XlX საუკუნის ll ნახევარში შედგენილ საკომლო დავთრებში დასტურდება. სოფელში ყმა-მამულებს გარდა ვაჩნაძეებისა ჯანდიერები, ჭავჭავაძეები, ჯორჯაძეები და ანდრონიკაშვილები ფლობდნენ. სოფლის სამხრეთით, ბოსტნისხევის (მღვრიეხევის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე ნასოფლარი განგიურია, მარცხენა ნაპირზე — ნასოფლარი ბადიური.
სოფელში მდებარეობს გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმი, რომელიც 1889 წელს აშენებულ თავად ლევან ჯანდიერის სასახლეშია განთავსებული. მუზეუმის ფონდებში არის თავმოყრილი 5000-ზე მეტი სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა.[4]
სოფლის მიდამოებში მდებარეობს ე.წ. „დიდწრუბელას“ ბუნებრივი ტბა (ფართობი -3ჰა). ამ ტბაში ბინადრობს წითელ წიგნში შეტანილი მცირე აზიური ტრიტონი, რამდენიმე სახეობის წურბელა (აქედან მოდის ტბის სახელწოდება), წყლის კუ და სხვა.[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.