ვახტანგ გორგასლის ორდენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვახტანგ გორგასლის ორდენი — საქართველოს სახელმწიფო ჯილდო. ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოიჩინეს გმირული თავდადება და მამაცობა, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყვეს სამხედრო ნაწილებისა და ქვეგანაყოფების წარმატება, შეიმუშავეს და განახორციელეს საბრძოლო ოპერაციები. ვახტანგ გორგასლის ორდენი სამი ხარისხისაა. დაჯილდოება ხდება შემდეგი თანამიმდევრობით: III ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი საბრძოლო მომზადებისათვის; II ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამხედრო ხელმძღვანელობის საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისათვის; I ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისათვის.
ვახტანგ გორგასლის ორდენი | ||
---|---|---|
I ხარისხი | ||
II ხარისხი | ||
III ხარისხი | ||
ქვეყანა | საქართველო | |
ტიპი | ორდენი | |
სტატუსი | გაიცემა | |
სტატისტიკა | ||
დაწესების თარიღი | 24 დეკემბერი, 1992 | |
რიგითობა | ||
მაღალი ჯილდო | ოქროს საწმისის ორდენი | |
დაბალი ჯილდო | ღირსების ორდენი |